ამერიკაში, დაკარგული ლევან ნებიერიძე იპოვეს, ის თავს კარგად გრძნობს.
”ხალხნო, თქვენი დახმარებით ვიპოვეთ, ცოცხალია, კარგად არის, უდიდესი მადლობა ყველას,” – წერს ფეისბუკ ჯგუფში “ქართველები ამერიკაში” ნანა ხოჩოლავა
ლევან ნებიერიძის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ქართველ ემიგრანტთა ჯგუფებში გავრცელდა: “მეგობრებო, დაიკარგა დღეს დილით ნიუ-იორკში, ჩემი ბიძაშვილი ლევანი ნებიერიძე,” – ამის შესახებ, დაკარგულის ნათესავი ოთო ქუთათელაძე ავრცელებდა ინფორმაციას.





















































