ფლორენციაში იწყება ADB (Assistenza di Base) კურსი, რომლის დიპლომიც საშუალებას გაძლევთ დაიწყოთ მუშაობა მოხუცებულთა სახლებში, სარეაბილიტაციო ცენტრებში და ა.შ. სასწავლო ცენტრი Beetrined-ის აღნიშნული კურსი არის ტოსკანას რეგიონის მიერ აკრედიტებული და თანამშრომლობს მოხუცებულთა და სარებილიტაციო ცენტრების რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქსელთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან დიდია ალბათობა, რომ აღნიშნული ქსელის იმავე, ან სხვა ფილიალში დაიწყოთ მუშაობა სადაც გაივლით პრაქტიკას. Tag: სწავლა იტალიაში
ტექნიკური ინფორმაცია
- კურსი იწყება ნოემბერში
- ხანგრძლივობა: 600 საათი
- თეორიული მეცადინეობა, 300 საათი, გაიმართება ფლორენციაში, ნოვოლიზე, მისამართი: Via Boccherini 24/A,
- პრაქტიკა, 300 საათი, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ფლორენციასა და მის შემოგარენში.
როგორც აღვნიშნეთ, სასწავლო ცენტრმა შეთანხმებას მიაღწია RSA-ების ქსელთან ტოსკანას მასშტაბით. ცენტრის განკარგულებაშია ამ სამედიცინო დაწესებულებების სია შეზღუდული ადგილებით და ვინც კურსზე პირველი ჩაეწერება, ბუნებრივია არჩევანის მეტი საშუალება ექნება, თუ სად გაიაროს პრაქტიკა.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია გქონდეთ
- იტალიური ბინადრობის ნებართვა – Permesso di soggiorno
- აზილოს საბუთებით რეგისტრაცია შეგიძლიათ, თუ უკვე გაქვთ Codice fiscale
- ენის სერთიფიკატი, დონე B1
- სკოლის ატესტატი, ან დიპლომი, ნათარგმნი (ეს დოკუმენტი შეგიძლიათ შემდეგაც წარმოადგინოთ)
განიხილება თეორიული მეცადინეობის 2 ვარიანტი:
- ხუთშაბათი მთელი დღე (8 საათი)
- კვირაში სამჯერ (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი) დღის მეორე ნახევარში (4 საათი)
P.S. შეგახსენებთ, რომ ეს არის Assistenza di Base – დამხმარის საბაზისო კურსი, ანუ ეს არ არის OSS, რომელიც გაცილებით ხანგრძლივი კურსია – 1000 საათი, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, რომ სამომავლოდ OSS-ის კურსი გაიაროთ, ამ 1000 საათს აკლდება ADB-ის კურსზე გავლილი 600 საათი და გიწევთ მხოლოდ 400 საათის გავლა.
კურსის ღირებულება – 1400 ევრო, რომელიც შეგიძლიათ გადაიხადოთ ორ ნაწილად.
რეგისტრაციისთვის დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით Whatsapp: +39 351 36 06 722
Tag: სწავლა იტალიაში





















































