კარბონარა წარმოშობით რომისა და ლაციოს რეგიონის კერძად მოიაზრება, თუმცა მას იტალიის ბევრ რეგიონში ამზადებენ შესანიშნავაფ. ჩვენ მისი მომზადების სწრაფ, მარტივ, მაგრამ რაც მთავარია გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ.
რეცეპტის ინგრედიენტები:
- 400 გრამი სპაგეტი
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 200 გრამი პანჩეტა (ან ბეკონი)
- 2 კბილი დაკეპილი ნიორი
- 3 ცალი კვერცხი
- 1 ცალი კვერცხის გული
- 100 მლ/ლ შესქელებული ნაღები
- 2⁄3 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
- 2 ს/კ დაჭრილი ოხრახუში
მომზადების წესი:
1. სპაგეტი დიდ ქვაბში მარილიან წყალში მოხარშეთ. ამასობაში, ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. წვით 1 სმ ზოლებად დაჭრილი პანჩეტა(ან ბეკონი), ურიეთ 2–3 წუთით, სანამ ხრაშუნა არ გახდება. დაუმატეთ ნიორი, თუშეთ ½ წუთით და გადმოდგით გაზქურიდან.
2. 3 კვერცხი, 1 ცალი კვერცხის გული, ნაღები და პარმეზანი ჯამში მოათავსეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. შემდეგ ჩანგლით აურიეთ. სპაგეტის წყალი გადაუწურეთ და ცხელი სპაგეტი პანჩეტას (ან ბეკონის) ტაფაზე გადაიტანეთ. დაუმატეთ კვერცხის ნაზავი და ოხრახუში (კვერცხის ნაზავის დამატებისას გაზქურა უკვე გამორთული უდნა იყოს). კარგად აურიეთ – კვერცხის მასა ოდნავ შესქელდება. მიირთვით მომზადებისთანავე, მოაყარეთ პარმეზანი და მორთეთ ოხრახუშით.
გემრიელად მიირთვით!
წყარო: კულინარია