აკა მორჩილაძე, ლიტერატურის დარგში, ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს, ამის შესახებ ინფორკაციას ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი აცხადებს: “სიხარულით გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი).
ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას,” – ვკითხულობთ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განცხადებაში.