გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა France Excellence 2024-2025 საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.
საპარტნიორო სასტიპენდიო პროგრამას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, უკვე მე-9 წელია, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან ერთად ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ დაფინანსება მაგისტრატურის საფეხურზე და სწავლა საფრანგეთის უნივერსიტეტებში განაგრძონ.
ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://app.iec.gov.ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში, 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 15 თებერვლის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირები, პარალელურად, უნდა დარეგისტრირდნენ ,,Etudes en France”-ის პლატფორმაზე pastel.diplomatie.gouv.fr. საფრანგეთის უნივერსიტეტში ჩარიცხვის წერილის მოსაპოვებლად.
საფრანგეთის უნივერსიტეტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს – https://institutfrancais.ge/ka
სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება განაცხადების შემოტანის პერიოდში, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.
წარსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/eovEM
კონსულტაციის გავლა, ასევე, შესაძლებელია სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 970 197 და ელექტრონული ფოსტის: [email protected] მეშვეობით.
წყარო: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი