თუ იტალიაში, ოჯახში ხართ დასაქმებული, შენიშნეთ რომ დამსაქმებელს ვიდეოკამარები აქვს სახლის პერიმეტრზე და ასევე სახლში განთავსებული და არ იცით ეს კანონიერია, თუ შეგიძლიათ ოჯახს აუკრძალოთ გადაღება, მაშინ, ეს სტატია თქვენთვისაა.
სათვალთვალო და უსაფრთხოების ვიდეოკამერების სამუშაო სივრცეში განთავსებას დამსაქმებლის მიერ, კანონი არეგულირებს. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში დასაქმებული პირისთვის სახლი სადაც მუშაობს, იგივე სამუშაო სივრცეა, დამსაქმებელმა ოჯახმა რიგი წესები უნდა დაიცვას.
აქვს თუ არა დამსაქმებელ ოჯახს ვიდეოკამერების განთავსების უფლება?
ოჯახს აქვს ამ ტიპის მოწყობილობების მონტაჟის უფლება, მაგრამ ის ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეათანხმოს მომვლელთან, ძიძასთან, შინამოსამსახურესთან. მხოლოდ ზეპირი შეთანხმება საკმარისი არ არის, საკითხის გაცნობა წერილობით უნდა მოხდეს და დასაქმებულმა პირმა, ხელი უნდა მოაწეროს თანხმობას.
თუ ოჯახში, სადავ მუშაობა დაიწყეთ, უკვე დაგხვდათ სათვალთვალო კამერები, ოჯახი ვალდებულია დეტალურად გაგაცნოთ მათი მდებარეობა.
აქვე გასათვალისწინებელია ერთი მნიშნელოვანი საკითხ: მიუხედავად ზემოთ აღნიშნული თანხმობის მიღებისა, ოჯახს კამერების განთავსების უფლება არ აქვს დასაქმებულის საძინებელ ოთახში და საპირფარეშოსა და სააბაზანო ოთახში.
განსხვავებული რეგულაციაა, თუ მომვლელი ან მოსამსახურე, რაიმე ტიპის დანაშაულშია ეჭვმიტანილი და ჩუმად მისი გადაღება განზრახ ხდება.