ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია (ლაცაბიძე )საშობაო მსახურებების განრიგის შესახებ ინფორმაციას აწვდის ტოსკანაში და ზოგადად იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს.
“დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ფლორენციის წმინდა ნინოს ტაძარში ჩატარდება მსახურებები შემდეგი განრიგით:
- შაბათი, 6 იანვარი, წირვა დაიწყება 10:00 საათზე;
- შაბათი, 6 იანვარი, მწუხრი და ცისკარი 15:00 საათიდან;
- კვირა, 7 იანვარი, ქრისტეშობის სადღესასწაულო წირვა დაიწყება 10:30 საათზე.”
ტაძრის მისამართია, ფლორენცია, Via dei Serragli 102.