მილანში, 3 დეკემბერს, უნიკალური ქართული დამწერლობის კონტექსტში, ქართველი კალიგრაფებისა და დიზაინერის გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით „ქართული ანბანი, კალიგრაფია და ისტორიული წარწერები“ – „Alfabeto georgiano, calligrafia e iscrizioni storiche.“
ამ მეტად ორიგინალური ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია Milanium M&T, რომელიც ხელოვნების, ესთეტიკის და უძველესი კულტურის მოყვარულ საზოგადოებას უნიკალურ გამოფენას, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში გამარჯვებულ პროექტს სთავაზობს პროგრამა და აქტივობები საინტერესო და მრავალფეროვანია. გამოფენის პრეზენტაციის დღეს, ორგანიზატორების მიერ ქართველი დიზაინერის, მხატვრების, კალიგრაფების წარდგენა და მათი ნამუშევრების გაცნობა მოხდება საზოგადოებისთვის.
კალიგრაფი გიორგი სისაური და დიზაინერი ლაშა დევდარიანი, ერთობლივი კოლაბორაციის უნიკალურ მოდელებსაც წარმოგვიდგენენ და ინდივიდუალურ საავტორო ნამუშევრებსაც. წელს, “თერძის” კოლექციასთან ერთად, „მილანიუმის“ საგამოფენო პროექტის ფარგლებში, კალიგრაფი გიორგი სისაური, იმ უძველესი ქართული წარწერის მისეულ ასლს გამოფენს, რომელიც 430 წლით თარიღდება და ქართული ისტორიის შეუფასებელ განძს წარმოადგენს. მილანს ეწვევიან და ასევე საუცხოო ხელნაწერებს, ორიგინალურ კალიგრაფიულ ნამუშევრებს წარმოადგენენ ახალგაზრდა უნიჭიერესი კალიგრაფები: დავით და თეონა მაისურაძეები, ანი გოქაძე და ნინი იკაშვილი.
გამოფენაზე მუსიკალური ჩართულობით, კლასიკური ქართული მუსიკის ცოცხალი შესრულებით, ქართველი ვიოლონჩელისტი მარიამ მაისურაძე, შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი მევიოლინე სანდრო თიგიშვილის კვარტეტ “Georgian Chambe Soloists”-ის მუსიკოსებთან ერთად წარსდგება. უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენა წარიმართება ასევე ქართული ნაციონალური ჟღერადობით.
პრეზენტაციის საღამოს, მხატვარ-კალიგრაფების ორიგინალური პერფორმანსი დააგვირგვინებს.
ARCADIA ART GALLERY
მისამართი: Ripa di Porta Ticinese 61
გამოფენის გახსნა კვირას 14:00 საათზე. გალერეა დამთვალიერებლებისთვის ღიაა იქნება 14:00-დან 20:00 საათამდე
დასწრება თავისუფალი
ცნობისათვის: კულტურული ასოციაცია “მილანიუმის“ დამფუძნებლები გახლავან ინგა მჭედლიშვილი და სალომე ბრეგვაძე. „მილანიუმი“ ქართული კულტურის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის პრინციპს ეფუძნება. ასოციაციის მიზანია ხელოვანი ადამიანების, მათი შემოქმედების გაცნობა მილანის საზოგადოებისთვის გამოფენების, შეხვედრების, კულტურული ღონისძიებების, კონცერტების მოწყობა. ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მეტად წარმოჩენა. განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის შემოქმედების პოპულარიზაცია იტალიაში. ორგანიზაციის ინტერესია ხელი შეუწყოს ორიგინალური, თვითმყოფადი, საინტერესო ქართველი და იტალიელი შემოქმედი ადამიანების დაკავშირებას, გამოცდილების გაზიარებას, კონტაქტების დამყარებას, მათი ცნობადობის ზრდის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. კულტურული ასოციაციის “მილანიუმი” საინფორმაციო მხარდამჭერია – Milano __ ინგას მილანი __
კომენტარი 1