იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ოლქის შემოვლის ფარგლებში, 2023 წლის 4 დეკემბერს გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას ქ. ფლორენციაში.
გასვლით შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (სხვადასხვა ცნობები, ბიომეტრიული პასპორტი, ელ. პირადობის მოწმობა, დასაბრუნებელი მოწმობა, დოკუმენტის თარგმანი და სხვა), ასევე მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა გაესაუბრონ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე.
მოქალაქეთა მიღება გაიმართება ორშაბათს, 4 დეკემბერს,14:00-დან 18:00 საათამდე.
მისამართი: Via Giovanni Maria Cecchi 20, 50126 Firenze FI;
საკონსულო მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტელეფონი: +39 3338879123
ელ-ფოსტა: [email protected]
იხილეთ მომსახურების შესაბამისი ქვითრები:
Nulla osta ქორწინების დამაბრკოლებელი:
დასაბრუნებელი:
თარგმანი:
პასპორტი:
არასრულწლოვანის პასპორტი:
პირადობის ელ. მოწმობა:
ცნობის გაცემა – სხვადასხვა: