7 და 8 დეკემბერს, იტალიაში, ქალაქ ლივორნოში, ლივორნოს სამხატვრო კულტურული ასოციაცია ASP-ის ინიციატივითა და ორგანიზებით, გამოფენა ეწყობა, სადაც 30 კონკურსანტს შორის, იტალიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანს, თექის თვითნასწავლ ოსტატ ლიზა ოთარაშვილსაც ვიხილავთ. კონკურსი გაიმართება კატეგორებში: მხატვრობა, სკულპტურა, გრაფიკა. ნამუშვერების თემა და მონაწილეთა ასაკი, შეუზღუდავია. დაჯილდოება 8 დეკემბერს, 18:00 საათზე გაიმართება.
გამოფენის მისამართია: Livorno, Piazza XX settembre 1c
საკონკურსო ნამუშევარი
ცნობისათვის: ლიზა ოთარაშვილი (1971 წ. თიანეთის რაიონი), ბავშვობიდან გატაცებული იყო ხელნაკეთი ნივთების შექმნით, ქსოვდა ყაისნაღით, კერავდა, ან ვქარგავდა. 2006 წლიდან დაინტერესდა თექის დამზადების ტექნოლოგიით. იმ პერიოდში ძალიან ინტენსიურად მუშაობდa თექაზე. საქართველოში გაიარა თექაზე მუშაობის რამდენიმე მასტერკლასი და შემდეგ უკვე დამოუკიდებლად გააგრძელა სწავლა და აქტიურად დაიწყო თექაზე მუშაობა. საქართველოში მონაწილეობდა არტ გენზე გამოფენებში. ასევე მცხეთასა და თიანეთში თიანეთობის აღსანიშნავ ღონისძიებებზე.მისი ნამუშევრები იყიდებოდა თბილისის აეროპორტის მაღაზიებში. 2012 წელს გადავიდა იტალიაში, პულიაში, ქალაქ პოლინიანი დი მარეში. 2016 წელს ქალაქ ბარის მერის არჩევნების პერიოდში, ერთ-ერთი კანდიდატის ინიციატივით ჩატარდა გამოფენა, სადაც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი კულტურა და მათ შორის იყო ლიზაც. შემდეგ ისევ ბარიში ასოციაცია “ფესვების” მიერ იქნა ორგანიზებული საქართველოს დღეები და აქაც მიიღო მონაწილეობა. 2017 წლიდან ცხოვრობს ტოსკანაში და პერიოდულად, სხვადასხვა ეროვნულ ღონისძიებებშია წარმოდგენილი საკუთარი ნამუშევრებით.