თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მილანის რეისს ასრულებდა, კომუნიკაციის ხარვეზის გამო, უკან დაბრუნდა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც, უკან დაბრუნება გადაწყვიტა.
„ბორტს აქვს რადიოკავშირის ხარვეზი, ამის გამო თვითმფრინავი უკან თბილისის აეროპორტში დაბრუნდა, სანამ აეროპორტში დაჯდება, საწვავის ავზი უნდა დაიცალოს, რასაც დრო სჭირდება. რამდენიმე წუთში თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდება,“ – უთხრეს „პრაიმტაიმის“ კომპანიაში.
ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაჯდა.