11 ოქტომბერს, ქალაქ პოზნანში, უკრაინა საქართველოს უმასპინძლებს. მატჩი, ევროპის დროით, 20:45 საათზე დაიწყება. ბევრი მითქმა-მოთქმაა, რომ უკრაინის ნაკრებს, სასტარტოს ოთხი ფეხბურთელი აკლია და რომ გუნდში ცუდი კლიმატია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა ორი ძირითადი და საკმაოდ ძლიერი თავდამსხმელით შეგვიტევს. დოვბიკი რომაში ბრწყინავს, ხოლო სუდაკოვი შახტარის ლიდერია და ფორმის პიკშია. ასევე ტრავმირებული ფეხბურთელების შეცვლის დიდი რესურსიც გააჩნიათ და რაც მთავარია, ორი წაგების შემდეგ, დასაკარგი არაფერი აქვთ, შესაბამისად, თავს არ დაზოგავენ, ჯგუფის ლიდერთან.
ჩვენს ნაკრებს რაც შეეხება, თამაშის დღეს გადაწყდება, ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია. მან გუშინ უკვე გუნდთანაც ივარჯიშა, არასრულად, მაგრამ საერთო ჯგუფში იყო. შემადგენლობაც ზუსტად იგივე იქნება, რაც ბოლო მატჩში ვნახეთ: კარში მამარდაშვილი; დაცვის ცენტრში – დვალი, კაშია, გველესიანი; დაცვის ფლანგებზე – ლოჩოშვილი, კაკაბაძე; ნახევარდაცვის ცენტრში -კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი; მათ წინ ჩაკვეტაძე და თავდასხმის დუეტი კი კვარაცხელიას გამოჯანმრთელებაზეა დამოკიდებული. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბევრი ვარიანტი განიხილება: კვარაცხელია-დავითაშვილი, კვარაცხელია-ზივზივაძე, ასევე დავითაშვილი-ზივზივაძე, ან მიქაუტაძე-ზივზივაძეც.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბუკმეიკერები რატომღაც უკრაინას ანიჭებენ უპირატესობას, თან არცთუ უმნიშვნელოს – მათი 2,1 ჩვენი 3,5 ის წინააღმდეგ. ჩვენს პროგნოზსაც დავწერთ: 1-2 საქართველოს სასარგებლოდ.
რაც შეეხება ემიგრანტებისთვის მუდმივ პრობლემას თუ სად უყურონ მატჩს საზღვარგარეთ, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი არხი, როგორც წესი გასვლითი თამაშების სიგნალს ახშობს, ალტერნატივად რჩება liveball.uno, ასევე Vave.com სადაც სპორტის და შემდეგ ფეხბურთის განყოფილებაში უნდა მოძებნოთ ეს კონკრეტული შეხვედრა.