იტალია – ქართველი ფეხბურთელები შაბათ-კვირის მატჩებში:
ვიწყებთ ხვიჩა კვარაცხელიათი, რომლის ნაპოლიც სტუმრად იუვენტუსს დაუზავდა 0-0. საკმაოდ ჩაკეტილი, რთული თამაში იყო. ვიხილეთ ორი შესანიშნავი მწვრთნელის დუელი. ხვიჩა, როგორც ყოველთვის, აქტიური იყო, მაგრამ იმდენად შეუზღუდეს სივრცეები, რომ ვერ მოახერხა თავის გამოჩენა. ის 73-ე წუთზე შეცვალეს.
ემპოლიში ზედიზედ მესამედ იყო სასტარტოში საბა გოგლიჩიძე, რომელმაც სტაბილური 90 წუთი ჩაატარა, ფაქტობრივად შეცდომის გარეშე. აშკარაა, რომ სწავლის პროცესშია და ყოველდღიურად წინ მიიწევს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სასიამივნო ფაქტი, რომელიც კალიარი-ემპოლის 0-2 თამაშში მოხდა. სებასტიანო ესპოზიტომ გოლი, საბა საზონოვის მაისურით აღნიშნა და მხარდაჭერა გამოუცხადა ჩვენებურს, რომელსაც რამდენიმე თვე გაუცდება ტრავმის გამო.
გიორგი კვერნაძის ფროზინონეს, ცუდი პერიოდი უდგას, შინ 0-3 წააგო ბარისთან. გიორგიმ კი, წელს, ალბათ ყველაზე კარგი 45 წუთი გვაჩვენა ამ სეზონში, თუმცა, მის რამდენიმე გამწვავებას შედეგი არ მოჰყვა.
კრემონეზემ სტუმრად კატანძარო დაამარცხა 2-1. ქართველებს არ უთამაშიათ. დაჩი ლორთქიფანიძე სათადარიგო სკამზე იყო, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი ისევ დისკვალიფიცირებულია.
აქვე, ყველა ქართველის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ლუკა ლოჩოშვილს იმ ფინანსური დახმარებისა და მზრუნველობისთვის, რის შესახებაც ერმეს ტვ-მ უკვე გაუწყათ.
იგივე დაჩი ლორთქიფანიძემ ორშაბათს “პრიმავერა” 1-ის ჩემპიონატში, საგოლე გადაცემა შეასრულა, ბოლონია-კრემონეზეს 4-4 თრილერში.
სერია დ-ში კი, მისი ძმის, დავითის რავენამ 2-1 მოუგო ტუტოკუოიოს.
მე-5 ლიგაში ითამაშა ლობჟანიძემ. მისმა სპინაცოლამ 2-0 დაამარცხა გალიპოლი, ხოლო საბა ჭინჭარაული ჩელატიკადან ტრავმირებულია და დასვენებას საჭიროებს (ცნობისათვის, საბა ბელგიაში დაბადებულ გაზრდილი ქართველია და საქართველოს U16 და U17 ნაკრებებშიც უთამაშია).
დღეს, 24 სექტემბერს, 18:30 საათზე, ლუკა ლოჩოშვილი კრემონეზეს სასტარტო შემადგენლობაში იქნება სათასო შეხვედრაში კალიარისთან.