იცოდით თუ არა რომ…
ნოტების გამომგონებელი და ნოტების ქაღალდზე ასახვის ხერხიც იტალიელ ბერ გვიდო არეტინელს ეკუთვნის. (ლათ. Guido Aretinus; იტ. Guido d’Arezzo) იგი 990 – 1060 წწ. ცხოვრობდა. ისევე, როგორც ყველაფერი მშვენიერი, იმ პერიოდში, ნოტებიც ფლორენციის სიახლოვეს შეიქმნა და ბერს ფლორენციაში ძეგლიც დაუდგეს. ნოტების სისტემა კი კონკრეტულად 1125 წელს შეიქმნა და პირველი ნაწარმოები წმინდა იოანეს ეძღვნებოდა.
გვიდო არეტინელმა მასში ჩადო ასეთი ღვთიურ-გალაქტიკური აზრი:
დო – Dominus – უფალი;
რე – rerum – მატერია;
მი – miraculum – საოცრება;
ფა – familias planetarium – პლანეტების ოჯახი, მზის სისტემა;
სოლ – solis – მზე;
ლა – lactea via – რძის გზა;
სი – siderae – ზეცა.
გვიდო, მუსიკის წერისას, კვადრატული ფორმის ნიშნებს, იგივე ნოტებს იყენებდა, რომლებსაც 4 პარალელურ ხაზზე ათავსებდა. დღესდღეობით, ნოტები მრგვალი ფორმისაა და ხაზები ხუთია, მაგრამ არეტინელის მიერ დანერგილი პრინციპი, საუკუნეების განმავლობაში უცვლელია.