საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების და იტალიური “კრემონეზეს პრიმავერას” ფეხბურთელი, 19 წლის დაჩი ლორთქიფანიძე, პირველად არის სერია ბ-ს ოფიციალურ განაცხადში, კატანძარო-კრემონეზეს მატჩში, რომელიც 20 სექტემბერს პარასკევს, იტალიის დროით 20:30 საათზე გაიმართება.
დაჩიმ წინა სასეზონო ორ ამხანაგურ თამაშში მიიღო მონაწილეობა სერია ც-ს ჯანასთან და ტორინოსთან გამართულ შეხვედრებში, დაჩიმ კრემონეზეს პირველ გუნდთან გაიარა ორი წინა სასეზონო შეკრება, შემდეგ პერიოდულად ვარჯიშობდა პირველ გუნდთან და ითამაშა ოთხი მატჩი U20, პრიმავერა 1 U-ის დუბლშემადგენლობის ჩემპიონატში (1 გოლი).