ინტენსიური წვიმის გამო, იტალიის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობაა. უამინდობა განსაკუთრებით ადრიატიკის ზღვის მომიჯნავე დასახლებებს, ასევე ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებს შეეხება. 18-19 სექტემბერს უამინდობა უხვი ნალექის სახით შენარჩუნდება.
19 სექტემბერს ემილია-რომანიას რეგიონის რიგი ქალაქების სკოლები, სპორტდარბაზები და მუზეუმები დაიკეტება.
წყალდიდობა უკვე დაიწყო პესკარაში. შტორმი, რომელმაც ცენტრალურ ევროპა დააზარალა იტალიას უახლოვდება. ქვეყანაში განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული.
მეტეოროლოგების ვარაუდით ამინდის გაუარესებისთვის იტალიის სამხრეთი ნაწილიც უნდა მოემზადოს.
სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა პოლონეთს, ჩეხეთს, რუმინეთს და ავსტრიას. ამ დროის მონაცემებით დაღუპულთა რიცხვმა 21-ს მიაღწია.
წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება მიიღო სლოვაკეთმა, უნგრეთმა და ხორვატიამაც
ნაპოვნია სახანძრო ბრიგადის მაშველის ცხედარი, რომელიც გასულ ღამეს კოლეგებთან ერთად ჩართული იყო რამდენიმე მანქანის მძღოლის სამაშველო ოპერაციაში, რომლებიც ფოჯას რაიონში წყალდიდობის გამო სამშვიდობოს ვეღარ გამოდიოდნენ
ამინდი პარასკევიდან, 20 სექტემბრიდან შედარებით გაუმჯობესდება.