გვინდა წარმოგიდგინოთ ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც იტალიის სხვადასხვა სერიაში თამაშობენ.
საზღვარგარეთ თამაში და უცხოურ გუნდში დამკვიდრება არცერთ, თუნდაც დაბალ ლიგაში არ არის ადვილი. ეს, ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, უდიდესი გამოცდილება, მენტალური ზრდა და ისეთი უნარების განვითარებაა, რაც ძალიან გამოადგება უკვე დიდ ფეხბურთში. ამის მკაფიო მაგალითი, გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც წლები თამაშობდა ესპანეთის მე-4 და მე-3 ლიგებში. ახლა კი ვხედავთ რა მაღალ დონეზე თამაშობს.
იტალიაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები:
ხვიჩა კვარაცხელია (დაბ. 2001წ.) – ნაპოლი, სერია-ა, კონტრაქტი 2027 ელის ზაფხულამდე.
საბა გოგლიჩიძე (დაბ. 2004წ.) – ემპოლი, სერია ა, კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე.
საბა საზონოვი (დაბ. 2002წ.) – ემპოლი, სერია-ა (არენდა გამოსყიდვის უფლებით ტორინოდან).
ლუკა ლოჩოშვილი (დაბ. 1998წ.) – კრემონეზე, სერია-ბ, კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე.
გიორგი კვერნაძე (დაბ. 2003წ.) – ფროზინონე, სერია ბ, კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე.
დაჩი ლორთქიფანიძე (დაბ. 2005წ.) – კრემონეზე, სერია ბ, კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე.
დავით ლორთქიფანიძე (დაბ. 2001წ) – რავენა, სერია-დ.
საბა ჭინჭარაული (დაბ. 2002წ.) – ჩელატიკა, ეჩელენცა, მე-5 ლიგა.
ლუკა ლობჟანიძე (დაბ.2000წ.) – სპინაცოლა, ეჩელენცა, მე-5 ლიგა.
ეს არის დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. თუ თქვენ იტალიის პროფესიონალურ კლუბში თამაშობთ, მოგვწერეთ და ჩვენ აუცილებლად მოვუყვებით ფართო საზოგადოებას თქვენს შესახებაც.
E-mail: [email protected]