რომი-ქუთაისის რეისზე ქალბატონი, რომელიც სამშობლოში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გარდაიცვალა. მისი დახმარება ბორტზევე სცადეს, მაგრამ ყოველგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
თვითმფრინავი ავარიულად ბულგარეთში, ვარნას აეროპორტში დაეშვა, სადაც ბორტის დანარჩენმა მგზავრებმა 5 საათი დაჰყვეს.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 65 წლამდე ქალი იტალიაში სამედიცინო მოტივით რჩებოდა, მაგრამ ექიმებმა იმედი ვერ მისცეს.