იტალია – რა არის ISEE, რისთვის გამოიყენება და სად შეგვიძლია მისი მოთხოვნა?!
თუ იტალიაში ცხოვრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა იცოდეთ, რათა ისარგებლოთ იმ ბენეფიტებით, რომელსაც ხშირად სახელმწიფო გასცემს, დაბალი შემოსავლისა და დიდი ხარჯის მქონე ოჯახებზე. ამისთვის კი აუცილებლად დაგჭირდებათ ISEE-ს დამზადება.
ISEE (Indicatore della situazione economica equivalente) არის ექვივალენტური ეკონომიკური მდგომარეობის ინდიკატორი.
არსებობს პარამეტრები იმისათვის, რომ სინთეზურად შეფასდეს იმ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა, რომლებც ითხოვენ სუბსიდირებულ სოციალურ შემწეობას, წვდომას კომუნალურ გადასახადების შეღავათებზე და სხვადასხვა ბონუსებზე. ISEE არის მთავარი ინსტრუმენტი გარკვეული ბონუსების ან სუბსიდირებული სოციალური შეღავათების მისაღებად. ასე ვთქვათ, ის არის ოჯახის/პირის ეკონომიკური “პირადობის მოწმობა” და ემსახურება ოჯახის წევრების საერთო ეკონომიკური დონის გამოთვლას. ISEE-ს გამოთვლისას ყურადსაღებია ოჯახის წევრების რაოდენობა, შშმ პირების, ან მცირეწლოვანთა შესაძლო არსებობა.
ISEE გამოითვლება და აღბეჭდილია დეკლარაციაზე (DSU) მითითებული მონაცემების საფუძველზე და მოქმედებს იმავე წლის 31 დეკემბრამდე. ყველა მონაცემი ინახება ISEE-ს ეროვნულ არქივში, რომელსაც მართავს INPS-ი და ხელმისაწვდომია ოფიციალური უწყებებისთვის ნებისმიერი შემოწმებისთვის, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ფინანსური პოლიციის ანუ Guardia di Finanza-ს მიერ.
არსებობს რამდენიმე ტიპის ISEE ისინი განსხვავდება მოთხოვნებით და შესაბამისი გამოანგარიშებით. ესენია:
- ISEE UNIVERSITÀ – უნივერსიტეტში სწავლის შეღავათზე წვდომისთვის;
- ISEE SOCIOSANITARIO – სოციალურ-ჯანდაცვის სერვისებზე წვდომისთვის;
- ISEE MINORENNI – არასრულწლოვნებისთვის სუბსიდირებული შეღავათები;
- ASSEGNO FAMILIARE O UNICO – “ბენიფიტი” სარგებელი მათთვის ვისაც ჰყავს შვილი/შვილები თავის კმაყოფაზე;
- ASSEGNO DI INCLUSIONE E SUPPORTO ALLA FORMAZIONE E IL LAVORO – სიღარიბის, და ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ეკონომიკური და ასევე დასაქმების კუთხით დახმარებარების მისაღებად;
რას გვაძლევს ISEE?
- 1.Bonus sociali (riduzione delle bollette di luce, gas, acqua) – შეღავათი კომუნალურ გადასახადებზე;
- 2.Sconti sul Canone RAI – შეღავათი RAI-ს საფასურზე;
- 3.Sconti sui trasporti pubblici – შეღავათი საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურზე.
- 4.Assegno di Inclusione – სოციალური დახმარება
- 5.Agevolazioni per invalidi – შეღავათები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
- 6.Supporto a Formazione e Lavoro – შეღავათები, როგორიცაა ინკლუზიური შემოწმება,ტრენინგი და სამუშაო მხარდაჭერა;
- 7.Assegno di maternità erogato dai Comuni, bonus bebé, bonus e iscrizione asilo nido – სამშობიარო შეღავათი, საბავშვო ბონუსი, საბავშვო ბაღში რეგისტრაცია და შეღავათი გადასახადზე;
- 8.Esenzione o riduzione tasse scolastiche e universitarie, prestazioni per il diritto allo studio (bonus libri, trasporto, mensa, abitazione, centri estivi) – სკოლისა და უნივერსიტეტის გადასახადებისგან გათავისუფლება ან შემცირება, შეღავათები ტრანსპორტზე, სასადილოში, საცხოვრებელზე, საზაფხულო ბანაკებიზე;
- 9.Accesso a strutture socioresidenziali – სოციალურ-საცხოვრებელ ობიექტებზე წვდომა როგორიცაა სახელმწიფოს მიერ მონიჭებული საცხოვრებელი (casa popolare) ასევე ქირავნობის გადასახადის ერთჯერადი დახმარება (contributo dell affitto);
- 10.Mutuo agevolato “Under 36” – სუბსიდირებული იპოთეკა “36 წლამდე”
- 11.Bonus Psicologo – ფსიქოლოგის ბონუსი
- 12.Carta “Dedicata a te” – ბარათი “გეძღვნება შენ”
- 13.Carta Giovani – ახალგაზრდული ბარათი
და სხვა…
შენიშვნა: ხშირად, სერვისები, რომელზეც წვდომა ISEE-ს საშუალებით გექნებათ არის არა ეროვნული, არამედ რეგიონალური, ამიტომ ამა თუ იმ ბონუსისა თუ შეღავათის მისაღებად, შესაძლოა სხვადასხვა რეგიონსა და მუნიციპალეტეტში განსხვავებული იყოს.
ვის მივმართოთ და რა გვჭირდება ISEE-ს ასაღებად?
განმცხადებელმა უნდა მიაკითხოს იმ ოფისებს, რომლებიც ფისკალურ მომსახურეობას ახორციელებს, მაგალითად ისეთი როგორებიცაა CAF, ACLI…
უნდა წარადგინოთ:
- ბინადრობის ნებართვა;
- პირადობის მოწმობა;
- ფისკალური კოდი;
- ქირავნობის ხელშეკრულება (თუ ქირით იმყოფება);
- ოჯახის წევრის/წევრების საბუთები (თუ მას ყავს ოჯახის წევრი საბუთზე დამატებული);
- CUD (certificato unico dipendente) ანუ დეკლარაცია რომელიც ადასტურებს წინა წლის შემოსავალს.
- ESTRATTO CONTO – იმ ბანკის ამონაწერი, სადაც გაქვთ ანგარიში გახსნილი.
- ასევე DSU (dichiarazione sostitutiva unica) – დეკლარაცია რომელიც შეიცავს მონაცემებს პირად და ანაგრაფიულ ქონების და შემოსავლების შესახებ. ამ დოკუმენტს ფისკალური მომსახურეობის ოფისი გამოითხოვს INPS/იდან.
შეგახსენებთ, რომ ISEE-ს გამოსათვლელად დაგჭირდებათ 2 წლის წინანდელი ბანკის ამონაწერი (ESTRATTO CONTO) და ასევე 2 წლის წინანდელი დეკლარაცია რომელიც ადასტურებს წლიურ შემოსავალს CUD (მაგ: 2024 წელს დაგჭირდებათ 2022 ბანკის ამონაწერი და ასევე 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაცია CUD) რადგან ISEE ანგარიშდება წინა წლებზე დაყრდნობით.
არსებობს კიდევ ერთი ტიპის ISEE – ISEE CORRENTE (მიმდინარე ISEE),
როდესაც დეკლარაციის მოქმედების პერიოდში ხდება მოვლენები, რომლებიც ცვლის ოჯახის ერთეულის შემადგენლობას ან/და ეკონომიკურ მდგომარეობას (მაგალითად, სამუშაოს დაკარგვის შემთხვევაში). ამ შემთხვევაში ხდება ახალი გამოთვლა მიმდინარე წელზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ განაცხადის შევსება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ ვადა ყოველთვის 31 დეკემბრამდე აქვს.