იტალიაში, კალაბრიის რეგიონის ქალაქ კროტონეში კარაბინერებმა 67 წლის ქართველი ქალი დააპატიმრეს. მას იმ მოხუცზე ძალადობაში ედება ბრალი, რომლის მომვლელადაც მუშაობდა.
პოლიციაში საჩივარი მოხუცის ოჯახის წევრებისგან შევიდა. საჩივრის მიხედვით, ბადანტე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოხუცზე, თვეების განმავლობაში ძალადობდა, როგორც ვერბალურად, ასევე ფიზიკურად. იტალიური პრესის თანახმად ქართველი ბადანტე სამართალდამცველებმა სამხილების ამოღების შემდეგ დააკავეს.
ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და სასამართლოს მოლოდინში კასტროვილარის ციხეში იქნა გადაყვანილი.
წყარო: www.today.it