იტალია – რა არის SPID, რისთვის გვჭირდება და როგორ გამოვიყენოთ?
SPID-ი არის მარტივი, სწრაფი, და უსაფრთხო წვდომის საშუალება იტალიის ადგილობრივ და ცენტრალურ ადმინისტრაციულ სერვისებზე.
SPID (Sistema Pubblico di identità digitale) ითარგმნება როგორც ციფრული პირადობის საჯარო სისტემა, ანუ ის წარმოადგენს თითოეული მოქალაქის ციფრულ იდენტობას, რის მეშვეობითაც საჯარო ადმინისტრაციის მიერ ხდება პირის იდენტიფიცირება და ეძლევა წვდომა ციფრულ სერვისებზე, პერსონალური და უსაფრთხო გამოყენებისთვის.
“სპიდი” ასევე იძლევა წვდომას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო სერვისებზე და კომპანიებზე, რომლების მიერაც “სპიდი” არის არჩეული საიდენტიფიკაციო კოდად. სპიდის საშუალებით, ონლაინ სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის, რაც ამარტივებს მოქალაქეთა ურთიერთობას საჯარო დაწესებულებებთან.
როგორ გავააქტიუროთ SPID-ი?
სპიდის გააქტიურება შესაძლებელია 18 წლის ასაკიდან.
საკმარისია თან იქონიოთ:
- პირადობის მოწმობა (carta d’identità),
- ბინადრობის უფლების დამადასტურებელი საბუთი (permesso di soggiorno),
- ფისკალური კოდი (codice fiscale) ან სამედიცინო ბარათი – (tessera sanitaria),
- ელექტრონული ფოსტის მისამართი,
- ტელეფონის ნომერი.
SPID-ის რეგისტრაციისთვის რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა მათ შორის ყველაზე მარტივი ფოსტის (POSTE ITALIANE)-ს დახმარებითაა შესაძლებელი. ფოსტის დახმარებით რეგისტრაციის ღირებულება 12 ევროა.
ასევე დაგაინტერესებთ: