თუ ცხოვრობთ და მუშაობთ იტალიაში, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს რომელიმე ორგანიზაცია, თუ კერძო სექტორი და ოჯახი, ისეთივე შრომითი უფლებები გაქვთ, როგორც სხვა ნებისმიერ სექტორებში დასაქმებულებს, თქვენ გეკუთვნით როგორც დასვენება, ასევე ანაზღაურება, მაგრამ ოჯახში დასაქმებული პირების შემთხვევაში, ხშირად ხდება ისე, რომ ოჯახი, დასაქმებულ პირს სადღესასწაულო დღეებშიც სთხოვს მუშაობას. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დამატებით უნდა გადაგიხადოთ შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება სამუშაო კონტრაქტის ტიპის მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ სადღესასწაულო, დასვენების დღეების სრულ სიას იტალიურად, ქართული შესატყვისით:
- 1 იანვარი – Capodanno – ახალი წელი
- 6 იანვარი – Epifania – ნათლისღება
- 9 აპრილი (2023წ.) – Pasqua – აღდგომა (მოძრავი თარიღი)
- 10 აპრილი (2023წ.) – Lunedi del Angelo – მიცვალებულთა ხსენების დღე (დიდი ორშაბათი, მოძრავი თარიღი)
- 25 აპრილი – Festa della liberazione – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
- 1 მაისი – Festa dei lavoratori – მშრომელთა დღე
- 2 ივნისი – Festa della Repubblica – რესპუბლიკის დღე
- 15 აგვისტო – Ferragosto – ღვთისმშობლის მიძინების დღე
- 1 ნოემბერი – Tutti i santi – ყველა წმინდანის დღე
- 8 დეკემბერი – Festa dell’immacolata – ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღე
- 25 დეკემბერი – Natale – შობა
- 26 დეკემბერი – Santo stefano – წმინდა სტეფანეს ხსენების დღე
ასევე, იმ ქალაქის მფარველი წმინდანის დღე, სადაც მუშაობთ.
აქვე გთავაზობთ 2025 წლის კალენდარს, სადაც დღესასწაულები, წითლად არის მონიშნული.