იტალიაში ოჯახში დასაქმებულ პირთა შრომითი ხელშეკრულება იყოფა კატეგორიებად, დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე, შესაბამისად ანაზრაურებაც, კატეგორიებისა და სამუშაოს სირთულის მიხედვით იცვლება. სულ გვაქვს 8 ტიპის სამუშაო ხელშეკრულება. ესენია: A/AS; B/BS; C/CS; D/DS. ვნახოთ დეტალურად, თუ რომელი კატეგორიის შემთხვევაში, რა ანაზღაურება ეკუთვნის დასაქმებულ პირს.
ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების კატეგორიების მიხედვით, კვირაში 54 საათიანი კონტრაქტის შემთხვევაში (თანაცხოვრებით):
Livello A €729,25
Livello AS – €861,86
Livello B – €928,15
Livello BS – €994,44
Livello C – €1.060,76
Livello CS – €1.127,04
Livello D – €1.325,92
Livello DS – €1.391,21
54 საათიანი ხელშეკრულების (თანაცხოვრების) შემთხვევაში, თქვენ ასევე გეკუთვნით დღიურად გამოთვლილი კვებისა და განსახლების ანაზღაურება – vitto e aloggio:
საუზმე – € 2,28
სადილი – € 2,28
ვახშამი – € 2,28
განსახლება – € 1,96
ამ თანხის შეჯამება და ანაზღაურება ხდება შვებულების, ან TFR-ის დაანგარიშებასთან ერთად, რა თქმა უნდა, თუ წინასწაი შეთანხმების თანახმად, გადანაწილებული არ გაქვთ ყოველ თვეზე. ასეთ შემთხვევაში დაანგარიშება ხდება ყოველი თვის ბოლოს.
საათობრივი ანაზღაურება კატეგორიების მიხედვით:
Livello A – € 5,30
Livello AS – € 6,24
Livello B – € 6,62
Livello BS – € 7,03
Livello C – € 7,42
Livello CS – € 7,83
Livello D – € 9,03
Livello DS – € 9,41
ღამის დამხმარე – მხოლოდ სამი კატეგორიის შემთხვევაში შეიძლება ღამის მომვლელის ხელშეკრულების გაფორმება: BS,CS,DS:
Livello BS – € 1,143,60 ქმედუნარიანის შემთხვევაში – per persone autosufficienti
Livello CS – € 1.296,09 არაქმედუნარიანის შემთხვევაში – per persone non autosufficienti
Livello DS – € 1.601,09 არაქმედუნარიანის შემთხვევაში – per persone non autosufficienti
იტალიაში ოჯახში დასაქმებულ პირთა შრომითი ხელშეკრულების კატეგორიები და ანაზღაურება (ნაწილი 1) იხილეთ ბმულზე!
იტალიაში ოჯახში დასაქმებულ პირთა შრომითი ხელშეკრულების კატეგორიები და ანაზღაურება (ნაწილი 2) იხილეთ ბმულზე!
ასევე დაგაინტერესებთ: იტალია – როგორ დავუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს და როგორ დავნიშნოთ ვიზიტი?!
მადლობა ამ იმფორმაცისთვის . გამძლეობა ყველა ემიგრანტს💕
კატეგორიები მაინტერესებს თუ შეგიძლიათ რომ ეგეც განათავსოთ..რა რას მოისაზრებს
მადლობაა♥️
თუ არის იურიდიულად სწორი როცა დატორე დილავოროს საბოლოო ანგარიშის დასაანგარიშებკად მივყავართ ,თავის პატენტების გარემოცვაში სადაც კონსულტე დი ლავორო მეუბნება რომ თავისი ბიძაშვილის მეუ ღლეა კომუნიდან ერათერთი პიროვნება მისი პარენტეა და თვალებში ნაცარს მაყრიან დადგმული სცენარი დამახვედრეს .ივლისის ბოლოს გავწყვიტე კონტრაქტი ერთი წლის წინ ვი თავი შვებულებაში და ვითხოვდი შვებულების სრულ ანაზღაურებას მათმა კი 7 თვეზე მიანგარიშეს რამდენად მართებულიაა ეს
გამარჯობა გთხოვთ დამეხმაროთ გამოსვლაში 6 თვე ვიმუშავე 1100 ხელფასი,ლიკვიდაციონე რამდენი მეკუთვნის.?.მადლობა