ხელოვნური ინტელექტისა (AI) და სხვა ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, მთელი რიგი ახალი პროფესიები გაჩნდა და მოსალოდნელია, რომ ამ მხრივ წლებთან ერთად კიდევ უამრავი სიახლე იქნება.
თითქოს ინოვაციები ხშირად უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან, თუმცა- რობოტების განვითარებასთან ერთად, არსებობს ლიმიტირებული სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანური რესურსის დახარჯვა აღარ იქნება საჭირო. მაგალითად, დღეს უკვე ნათელია, რომ რობოტებს დროსთან ერთად შეუძლიათ ჩაანაცვლონ მიმტანები, კურიერები, დამლაგებლები, სეზონურად აგროსფეროში მომუშავე მუშები და ა.შ.
დანაკარგს ინოვაცია აკომპენსირებს. საინტერესოა, რა პროფესიები და სამუშაო ადგილები გაჩნდა ამ მოკლე დროში, მას შემდეგ, რაც AI გლობალურად გახდა ხელმისაწვდომი.
Microsoft-ისა და LinkedIn-ის ახალი კვლევის მიხედვით, “მუშაკების“ 75% AI-ს სამუშაო ადგილზე იყენებს. უფროსი თაობის 53% კი ხელოვნურ ინტელექტს და მის გამოყენებას სწავლობს.
გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა აღიარა, რომ შეშფოთებულია, რადგან ხელოვნური ინტელექტი მათ სამუშაო ადგილებს საფრთხეს უქმნის. Microsoft Copilot-ის გენერალური მენეჯერი და Microsoft WorkLab-ის თანადამფუძნებელი კოლეტ სტალბაუმერი კი დაინტერესებულ პირებს სწავლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი არა მათ ჩასანაცვლებლად, არამედ მათი სამუშაო დავალებების გასამარტივებლად უფრო გამოიყენება. წარმატების საწინდარი კი ოპტიმიზმია.
მონაცემთა მეცნიერი (ანალიტიკოსი)
მონაცემთა მეცნიერები აგროვებენ, აანალიზებენ და ინტერპრეტირებენ მონაცემებს. წერენ რთულ კოდებსა და ალგორითმებს. სავარაუდოდ, 2040 წლისთვის, ხელოვნური ინტელექტი უკვე თავად შეძლებს, რომ მონაცემები გააანალიზოს და კოდები შექმნას, თუმცა კვლავ იქნება დიდი მოთხოვნა მონაცემების ექსპერტებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებულ სამუშაოს გააკონტროლებენ და თავადაც შექმნიან ახალ პროდუქტს.
მანქანათმცოდნეობის ინჟინერი
მანქანათმცოდნეობის ინჟინრები ასრულებენ AI სისტემების კვლევისა და შექმნის უფრო პრაქტიკულ ამოცანებს. მიუხედავად იმისა, რომ AI სავარაუდოდ სამუშაოს ასპექტებს მომავალში განახორციელებს, მანქანათმცოდნეობის ინჟინრები 2040 წელს საჭიროები და აუცილებლები იქებიან.
რობოტიკის ინჟინერი
ამ მომგებიან სფეროში მოსახვედრად, სავარაუდოდ, დაგჭირდებათ ხარისხი AI-სა და რობოტიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, რობოტიკის ინჟინერიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
ქარის ტურბინების ტექნიკოსი
იმის გამო, რომ მსოფლიოს უმეტესი ნაწილი განახლებადი ენერგიისკენ ისწრაფვის, ამ სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. 2040 წლისთვის ქარის ტურბინების ტექნიკოსები იქნებიან ყველაზე მოთხოვნადები, რადგან მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი ქვეყანა იზრუნებს ტურბინების აგებაზე.
მებაღე
მებაღე დღესაც ძალიან მოთხოვნადია და 2040 წლისთვის მათი ანაზღაურება, სავარაუდოდ, გაათმაგებულიც კი იქნება. მწვანე საფარის გაფრთხილება დედამიწამ უკვე დაიწყო. თითქმის მთელი მსოფლიოს მმართველები ცდილობენ ეკოლოგიური სტაბილურობის მოპოვებას.
მებაღეებს კი გლობალური დათბობის შედეგების შესამცირებლად ყველაზე საჭირო ადამიანებად მიიჩნევენ.
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შინაარსის რედაქტორი, გამომძიებელი ჟურნალისტი, რეპორტიორი და მიმომხილველი
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გაჩენამ, როგორიცაა ChatGPT და Bard, ჟურნალისტებს კომფორტი შეუქმნა, თუმცა ამასთან, გაჩნდა სამუშაო ადგილების შემცირების შიში.
2040 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი უდავოდ მეტ კონტენტს დაწერს, რასაც ადამიანური დარედაქტირება აუცილებლად დასჭირდება.
მაგალითად, გამომძიებელ ჟურნალისტებს, რეპორტიორებს და ანალიტიკოსებს, მწერლებს – არ მოუწევთ ნერვიულობა იმის გამო, რომ მათი სამუშაოს ხელოვნური ინტელექტი მოჰპარავს.
გენეტიკის ინჟინერი
გენეტიკა და გენომიკა აღწერილია მედიცინის მომავლად ითვლება. გენებზე დაფუძნებული პერსონალიზებული ჯანდაცვის გათვალისწინებით, გენეტიკურ ინჟინრებს დიდი მოთხოვნა ექნებათ.
როგორც ამდენი პროფესიის შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტი სავარაუდოდ, გადამწყვეტ როლს ითამაშებს გენეტიკურ ინჟინერიაში.
წყარო: BPN