რედაქციაში ხშირად შემოდის შეკითხვები, იტალიაში ოჯახში დასაქმებულთა კონტრაქტის ტიპებისა და ანაზღაურების შესახებ. ჩვენ ვეცადეთ, ამომწურავად გვეპასუხა ამ თემის ირგვლივ დასმულ ყველა შეკითხვაზე.
მაშ ასე, რამდენი კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება არსებობს ოჯახში დასაქმებულთათვის, რა სხვაობაა მათ შორის და რამდენი გეკუთვნით ხელფასი ხელშეკრულების თანახმად?
არსებობს სამუშაო ხელშეკრულების რამდენიმე კატეგორია (livello), ესენია:
livello-A/AS;
livello-B/BS;
livello-C/CS;
livello-D/DS
დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი:
livello A:
A კატეგორიის ხელშეკრულებას ძირითადად უდებენ პირს, რომელიც დაკავებულია კონკრეტული საქმით. ეს შეიძლება იყოს დასუფთავება- დალაგება, სამრეცხაოს საქმე, სამზარეულოში დამხმარე, შინაური ცხოველების მომვლელი, მებაღე. A კატეგორიის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ადამიანის მოვლას და მასზე მზრუნველობას. ასევე A კატეგორიის ხელშეკრულების თანახმად, პირს არ მოეთხოვება პროფესიული გამოცდილება. შესაბამისად, ხელფასიც ნაკლებია სხვა კატეგორიებთან შედარებით. A კატეგორიის მქონე ხელშეკრულება შეიძლება იყოს თანაცხოვრებით გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში მითითებულია 54 საათი კვირაში. რაც გულისხმობს დღეში 10 სამუშაო საათს.ანაზღაურება თვიური: € 729.25 ამ კატეგორიის ხელშეკრულება ასევე შეიძლება იყოს საათობრივი. ხელშეკრულებაში მითითებულია მაქსიმუმ 40 საათი კვირაში. ანაზღაურება საათში – €5.30
livello AS (A SUPER):
AS კატეგორია ითვლება A სუპერ კატეგორიად. სხვაობა A da AS შორის არის ის, რომ ამ შემთხვევაში მოითხოვება შესაბამისი გამოცდილება. AS კატეგორიის ხელშეკრულება, ისევე როგორც A, შეიძლება დაიდოს როგორც 54 საათი კვირაში (თანაცხოვრებით), ანაზღაურება თვიური €861,86. ასევე საათობრივი, მაქსიმუმ 40 საათი კვირაში, ანაზღაურება საათში – €6.24
livello B
B კატეგორიის შემთხვევაში იგულისხმება მრავალფუნქციური საქმიანობა. დასაქმებულის მოვალეობაში შედის სხვადასხვა ტიპის დავალებების შესრულება, როგორებიცაა დასუფთავება, კერძების მომზადება, სამრეცხაო, შინაური ცხოველის მოვლა… და გეკისრებათ მსუბუქი პასუხისმგებლობა (C კატეგორიისგან განსხვავებით) და არ გაქვთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ვალდებულება (რასაც ითვალისწინებს D კატეგორია). ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს 54 საათი კვირაში (თანაცხოვრებით), დღეში 10 სამუშაო საათის გათვალისწინებით, ანაზღაურება – €928.25, ან საათობრივი, მინიმუმ 40 საათი კვირაში. ანაზღაურება საათში – €6.62.
LIVELLO BS (B SUPER):
BS კატეგორია შედარებით სპეციფიკურია. რაც გულისხმობს ქმედუნარიანი ადამიანის დახმარებას, თანხლებას, იგივე ACCOMPAGNA. ეს შეიძლება იყოს მოხუცი ან ბავშვი, თუმცა ქმედუნარიანი, ანუ AUTOSUFFICIENTE. გევალებათ ასევე მათი საცხოვრებელი გარემოს დალაგება. ქმედუნარიანში იგულისხმება პირი, რომელიც თავის პერსონალურ, ყოველდღიურ საჭიროებებს დამოუკიდებლად ართმევს თავს. ანუ BS კატეგორიას მიეკუთვნება მომვლელი, ქმედუნარიანი პირისთვის – BADANTE PER LE PERSONE AUTOSUFFICIENTI. ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულება შეიძლება იყოს როგორც 54 საათი კვირაში (თანაცხოვრებით), 10 სამუშაო საათი დღეში, ანაზღაურება – €994,44. იმ შემთხვევაში, თუ მოხუცს ესაჭიროება ღამის საათებში გარკვეული სახის დახმარების გაწევა, ხელფასი განსხვავებულია და შეადგენს €1143,60. რაც შეეხება საათობრივ კონტრაქტს, ის უნდა იყოს მაქსიმუმ 40 საათი კვირაში, ანაზღაურება საათში – €7.03.
C/CS და D/DS კატეგორიის შრომითი ხელშეკრულებების პირობები ნახეთ ბმულზე!
სახელფასო ანაზღაურების სრული ცხრილი ნახეთ ბმულზე!
იტალია – როგორ დავუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს და როგორ დავნიშნოთ ვიზიტი?!