იტალიაში, პოტენცას პროვინციაში, 31 ივლისის ღამეს, მძიმე ავარიის შედეგად, სამი პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ერთმანეთს, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ მათგანში 27 წლის იტალიელი მამაკაცი, ხოლო მეორეში – 37 წლის მამაკაცი და 34 წლის ქალი ისხდნენ, ორივე ქართველი.
ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი მალევე გამოცხადდა. მათ ქართველი წყვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა. იტალიელი ახალგაზრდა, ექიმების მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიცია მომხდარის შესახებ მოკვლევას აწარმოებს.