მუზეუმი ღია ცისქვეშ, ხელოვნების აკვნი, ასე უწოდებენ ფლორენციას სადაც ქართველი ემიგრანტი ხელოვანები ნელ-ნელა თავისი სიტყვის თქმას იწყებენ. კონკურენცია ძალიან დიდია, მაგრამ დაუღალავი შრომით, ბევრის მიღწევა შეიძლება.
ამჯერად, ორი ქართველი ხელოვანი ემიგრანტის შესახებ გაცნობებთ, რომლებმაც 7-20 ივნისს, ქალაქ ფლორენციის გულში მდებარე სამხატვრო გალერეა “გადარტეში”, თანამედროვე მხატვართა საერთო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა. ესენი არიან, ირმა ცინცაძე და ზვიად წკარუაშვილი. გამოფენის თემა გახლდათ “La bella stagione” და მასში 21 მხატვარი მონაწილეობდა. თითოეულ მათგანს საკუთარი შემოქმედებიდან ორი ნახატი უნდა წარედგინა.
ირმა ცინცაძე: “ამ გამოფენაში მეორედ ვმონაწილეობ. ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გამოფენებში მონაწილეობის მიღებას და მეხმარება რათა სამომავლო შემოქმედებით გეგმები მეტად ფართედ განვახორციელო. იტალიაში ყოფნის მანძილზე, რაც შემოქმედებითად ვარ დაკავებული, ვმუშაობ ზეთის საღებავებში. 18 ტილო დამიგროვდა. ამჯერად, საკუთარი შემოქმედება კიდევ ერთმა ქართველმა ახალგაზრდა ნიჭიერმა მხატვარმა ზვიად წკარუაშვილმა წარმოადგინა. მსგავს გამოფენებში მონაწილეობა, საშუალებას მაძლევს უფრო აქტიური ვიყო და უფრო დიდი გეგმები დავსახო და განვახორციელო.”