იტალიელი ფეხბურთელის, რობერტო ბაჯოს სახლში, იტალია-ესპანეთის მატჩის დროს, მძარცველები შეიჭრნენ. ფეხბურთელის ოჯახი მძევლად აიყვანეს. მძარცველებთან წინააღმდეგობის გაწევისას, ბაჯო დაშავდა. ერთ-ერთმა მძარცველმა მას იარაღის ტარით თავი გაუტეხა. შემდეგ კი მთელი ოჯახი ერთ ოთახში ჩაკეტეს, სახლი პირწმინდად გაძარცვეს და მიიმალნენ.
მოგვიანებით ბაჯო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკიდან მალევე გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი.
ბაჯოს ოჯახს, 5 შეიარაღებული მძარცველისგან დაკომპლექტებული პროფესიონალთა ჯგუფი დაესხა.