საბერძნეთში 7-წლიანი კანონი ოფიციალურად გაუქმებულია – კანონმდებლობა სამთავრობო გაზეთში დაიბეჭდა. Tag: საბერძნეთის ემიგრანტები
როგორც მოსალოდნელი იყო, სამთავრობო გაზეთში დაიბეჭდა და გამოქვეყნდა საბერძნეთში მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების შედეგად მიღებული კანონმდებლობის დეტალები. შესაბამისად, აღნიშნული ოფიციალურად შევიდა ძალაში და ე.წ. 7-წლიანი კანონიც ოფიციალურად გაუქმებულია.
აღსანიშნავია, რომ კანონი გაუქმებულია 8 სექტემბრიდან, შესაბამისად, ვინც იქამდე შეიტანა განაცხადები, მათი განხილვა ჩვეულებრივ მოხდება.
ამიერიდან მოსალოდნელია, რომ დაიხუროს პლატფორმაც და შესაბამისად, განაცხადების გაკეთება წყდება. საბერძნეთში აღარ არის შესაძლებელი, რომ მოითხოვოთ ბინადრობის ნებართვა ე.წ. “განსაკუთრებული გარემოებების” კატეგორიით, ანუ საბერძნეთში 7 წლის მანძილზე უწყვეტი ცხოვრების დამტკიცებით.
კანონმდებლობაში ისიც აღნიშნულია, რომ ვისაც ბინადრობის ნებართვაზე ვადა გაუვიდა და არ ჩაუბარებიათ საბუთები განახლებისთვის, მათი დეპორტაცია არ მოხდება 2026 წლის 31 მარტამდე. Tag: საბერძნეთის ემიგრანტები
ასევე დაგაინტერესებთ: ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ 12 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲡ ᲛᲝᲖᲐᲠᲓ ᲛᲐᲧᲣᲠᲔᲑᲔᲚᲗᲐ ᲗᲔᲐᲢᲠᲘ, ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲔᲛᲘᲒᲠᲐᲜᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲓᲒᲔᲜᲐᲡ ᲒᲐᲛᲐᲠᲗᲐᲕᲡ





















































