500 ევროიანი ბონუსი – ინფორმაცია იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის…
Tag: ფულადი დახმარება იტალიაში
1-ელი ოქტომბრიდან, დაიწყო განაცხადების მიღება 500 ევრომდე ოდენობის ბონუსის მისაღებად. განაცხადის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.
Bonus libri განსაკუთრებით მათთვის არის საინტერესო, ვისაც იტალიაში მოსწავლე, სტუდენტი შვილები ჰყავს, ან თავად სწავლობს, რადგან ამ თანხით მხოლოდ წიგნების შეძენაა შესაძლებელი.
მოთხოვნა უნდა გააკეთოთ SPID ან CIE-ს საშუალებით, აპლიკაციაში IO.
ერთადერთი რეკვიზიტი არის დაბალი ISEE, რომელიც 15 000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს.
პ.ს. თავისთავად იგულისხმება, რომ უნდა გქონდეთ იტალიური ბინადრობის ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც SPID ან CIE გექნებოდათ.
Tag: ფულადი დახმარება იტალიაში





















































