ახალი ავიარეისები – საქართველოში ოთხი ახალი ევროპული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. კომპანიის ცნობით, აღნიშნული ავიაკომპანიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ში მარტის ბოლოსა და აპრილის პირველ ნახევარში გამოჩნდებიან.
- 30 მარტიდან – გაერთიანებული სამეფოს ეროვნული გადამზიდავი British Airways იწყებს ლონდონი თბილისის პირდაპირ ფრენას.
- 31 მარტიდან – ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია easyJet სამ მიმართულებას დაამატებს: ლონდონი, ჟენევა, მილანი.
- 12 აპრილიდან – ფრანგული Transavia Franceშეასრულებს რეისებს პარიზი თბილისისმიმართულებით.
- 12 აპრილიდან – Edelweiss , რომელიც Lufthansa Group-ის წევრია, დაამატებს ფრენებს ციურიხი თბილისის მარშრუტზე.
გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან 3 ახალი მიმართულებაემატება: ლიონი, ჰამბურგი და მადრიდი. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს მგზავრთა ნაკადის ზრდას და საქართველოს მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს უფრო ფართო არჩევანს შესთავაზებს.
- 15 აპრილი – wizz air ge ასევე იწყებს პირდაპირ ფრენებს ქუთაისი ჰამბურგი -ს მიმართულებაზე.
- 29 აპრილი – ვიზეარი ქუთაისი მადრიდი – ს მიმართულებით შეასრულებს პირველ პირდაპირ ფრენას.
- 3 ივნისი – ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი ლიონი-ს მიმართულებით იწყებს პირდაპირ რეგულარულ ავიამიმოსვლას.
ასევე დაგაინტერესებთ: თუ იტალიაში პოლიციამ გაგაჩერათ და საბუთების შემოწმება მოითხოვა…






















































