გიორგი ლობჯანიძე: 28 თებერვალს, თბილისის დროით 04:44 საათზე გვექნება კოსმიური ციკლის ბოლო ახალმთვარეობა თევზების ზოდიაქოს ნიშანში!
ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს: დაიწყო დიდი და საინტერესო პროცესები! დამატებით რა შეიძლება რომ ითქვას? მოდი წავყვეთ მოვლენებს!
ეს ახალმთვარეობა, განსხვავებით სხვა განლაგებისგან, იმითაც გამოირჩევა, რომ მზე ასრულებს თავისი განვითარების ბოლო საფეხურს და ღამის მანათობელიც უკანასკნელად შეუერთდება აღნიშნულს 20 მარტის, ანუ კოსმიური ახალი წლის დადგომამდე.
პიკი იქნება თევზების 9°40’- გრადუსზე! მოიტანს სულიერ-სპირიტუალურ საკითხებს, დრო შესანიშნავია შემოქმედთან საუბრისთვის, მიღმიურ სამყაროსთან წვდომისა და შინაგანი გაჯანსაღება-განახლებისთვის, ფსიქოლოგიური სეანსებისთვის, მოწყალებისთვის, პატიებისთვის, რაც კი რამე ნეგატიური ემოცია თუ ნივთი გქონდათ დაგროვილი მთელი წლის განმავლობაში იმისგან გათავისუფლებისთვის.
ეცადეთ, რომ 28 თებერვლიდან 29 მარტამდე (ანუ მზის დაბნელებამდე, რაზეც ცალკე ვისაუბრებ ამ მოვლენის მოახლოებასთან ერთად), ამ 1 თვის მანძილზე ჩაატაროთ გენერალური წმენდა, როგორც სახლში, ისე თქვენს გონებაში!
თევზები – მუტაბელური ფენის წარმომადგენელი, წყლის სტიქია, დადებითად განვითარების შემთხვევაში უმაღლესი სიბრძნისა და სულიერი გონის მატარებელი. მის იქით ზოდიაქალურ წრეში სხვა განვითარება უბრალოდ არ არსებობს. ძირითადად, მართავს სულიერ საკითხებს, ამიტომაცაა, რომ როცა დღის და ღამის მანათობლები, ანუ მზე-მთვარის ფაზები გადაეწყობა ამ ღერძზე, სწორედ მაშინ იწყება მარხვა, სულზე ფიქრი, ღმერთთან სიახლოვე, მფარველი ანგელოზის მოხმობა, საქმეების დასრულება და სიმშვიდის მოპოვება.
ეს დრო კარგია გეგმების გაწერისა და სურვილების მატერიალიზაციისთვისაც! პლანეტა მარსიც გასწორებულია და ახლა მეტი სითამამით შეიძლება ნაბიჯების გადადგმა! პიკზე მთვარეს ექნება კვადრატურა იუპიტერთან, რის გამოც, დიდი თხოვნა მექნება, რომ ფრთხილად იყოთ ნებისმიერი სახის სიცრუესთან, თუ რამე არ შეგიძლიათ ტყუილად ნურავის ნურაფერს ნუ დაპირდებით, ამით მეტად დაზარალდებით და აღმოჩნდებით რთულ მდგომარეობაში! გადაუმოწმებელ, არასანდო ინფორმაციებსაც ნუ გაავრცელებთ! ეცადეთ მიიღოთ გაფილტრული მასალები და არ დაარღვიოთ შეთანხმებები, ახალგაცნობილ ხალხთანაც თადარიგი გმართებთ!
ახლა ბევრი თქვენგანი ნახავს სიზმრებს, მიიღებს სხვადასხვა სახის ინფორმაციებს, ზოგი იქნება წინასწარმეტყველურიც კი, ინტუიცია უჩვეულოდ დიდ დინამიკაში გადადის!
დრო დაუთმეთ უცხოელებთან კონტაქტსაც, თქვენს ვიზებს, საგანამანთლებლო ხაზს და ყველა იმ გაწერილ პროექტს, რაც ამ ველშია გაწერილი!
ამინდიც ნელ-ნელა დაიწყებს გამოცვლას, იქნება არასტაბილური, თუმცა სახიფათო ზონებად რჩება მეწყერსაშიში ადგილები, არის ალბათობა ზვავის ჩამოწოლის, წყალდიდობის ან მიწისძვრისაც, თუმცა ყველაფერი ტრანსფორმაციას ექვემდებარება!
გაუფრთხილდით იმუნიტეტს, არის შანსები ინტოქსიკაციის, გაციების და სხვადასხვა ვირუსული დაავადებების გადადების, მეტი სისუფთავე და ბალანსი გმართებთ!
ასე რომ დაამთავრეთ თებერვალი მშვიდად, მეგობრულ და ჰარმონიულ გარემოში! კარგია წყლის სამკურნალო ან სარელაქცსაციო პროცედურები! მისაღები და ჩინებული დროა შემოქმედებითი და ლიტერატურული ღონისძიებისთვის!
მარტის თვის ტენდენციებზე კი ცალკე ვისაუბრებ, რადგანაც უდიდესი გამოწვევების წინაშე შედის მსოფლიო. ფაქტობრივად, 2025 წლიდან მარტი და აგვისტო-სექტემბერი გადაწმყვეტი თვეებია თუ საით და როგორ წავა მოვლენები!
მომდევნო დღეებში ჯერ ვენერას რეტროგრადულობაზე მექნება საუბარი შავი მთვარის, ანუ ლილიტის ინგრესიასთან ერთად მორიელში და შემდგომ შუა რიცხვებიდან მზე-მთვარის დაბნელებებზე, კოსმიურ ახალ წელზე და პლანეტა ნეპტუნის ეპოქალურ ამბებზე!
გისურვებთ მშვიდობიან დღეებს!
ნათალურ რუკებზე კონსულტაციისთვის მომმართეთ პირადში! – წერს გიორგი ლობჯანიძე.






















































