• Italiano
  • English
🇪🇺 EUR = 2.92 | 🇬🇧 GBP = 3.44 | 🇺🇸 USD = 2.60
ERMES.TV • ერმესი მედია
Georgian Ad
  • მთავარი
  • საქართველო
    ანას კალანდაძის დასახმარებლად – ჟურნალისტი სიმსივნეს ებრძვის

    ნონა გაფრინდაშვილი და “ზარაფხანა” – ლეგენდის 85 წლისადმი მიძღვნილი უნიკალური ჭადრაკი, რომელიც შესაძლოა თქვენიც გახდეს (Foto)

    იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა გაიმართა

    იტალიური საწარმო სვანეთში, რომელიც საბჭოთა კავშირმა შეიწირა

    ცვლილება, რომელიც უცხოეთში მიღებულ ზოგად განათლებას შეეხება

    უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება ჯარში გაწვევის შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოში დაბრუნდეს?!

    Piero Gadda alla ricerca di una ragazza georgiana: Un secolo fa l’avventura di uno studente italiano in Georgia

    საუკუნის წინ, ქართველი გოგონას გასაცნობად საქართველოში ჩასული, იტალიელი მწერლის თავგადასავალი

    იტალიელთა დავიწყებული მისია საქართველოში 1920 წელს და დელეგაცია, რომელსაც მთელი თბილისი, ყვავილებით აცილებდა

    ევროკომისია საზღვარზე საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა – კონტროლი საზღვარზე

  • იტალია
    რა ღირს ბინადრობის ნებართვის განახლება იტალიაში?

    ნუკა გაგუა ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემაში – LA PIAZZA

    იტალია – „საქართველოს სამკაულის კვირეული“ Rome Jewelry Week-ზე წარდგება – საქართველოში ახალი ქართულ-იტალიური პროექტი შეიქმნა

    მილანში ქართული თეატრი „დებიუტი“ პრემიერისთვის ემზადება

    რომში გიორგი სისაურის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

    “აზილო” – იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების ვადა 90 დღემდე გაიზარდა

    MALATTIA – როცა „ბადანტე“ ავად ხდება, ვინ უხდის ბიულეტენის თანხას და რამდენი დღის განმავლობაში?

    იტალიაში დაკარგული ქართველი მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს

    ტოსკანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! – საკონსულო მომსახურება

  • ემიგრაცია

    ფლორენციის სამრევლო საკვირაო სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს!

    იტალიამ ესპანეთთან საპასპორტო კონტროლი დააწესა – ესპანეთი იტალიას: გააუქმეთ სასაზღვრო კონტროლი!

    იტალია – კალაბრიის რეგიონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ

  • TV პროგრამაTV

    ემიგრაცია და ტრანსფორმაცია – დეა ყოლბაია ნინა მამუკაძის პოდკასტში

    ემიგრაცია და ასტროლოგია – მიხეილ ცაგარელი ნინა მამუკაძის პოდკასტში

    იტალია – პიზაში ქართველმა ემიგრანტებმა ქართული რესტორანი “VELLO D’ORO” – “ოქროს საწმისი” გახსნეს

    ვენეციის ბიენალე 2026 – საქართველო და იტალია

    სუხიშვილები ფლორენციაში – Sukhishvili a Firenze

    🎥 ემიგრანტი მხატვრის, ირმა ცინცაძის პერსონალური გამოფენა ფლორენციაში

    გელა ფოცხიშვილი და RNB ფლორენციაში – ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემაში LA PIAZZA

    “მე ვარ მოცარტი” – გია ჯაჯანიძე, იტალიაში ქართველი ჟურნალისტის, ნინა მამუკაძის ობიექტივში

  • მეტი
    • პოლიტიკა
    • მსოფლიო
    • სოციალური მედია
    • სპორტი
    • მოზაიკა
    • ბლოგი
  • რეკლამა
  • ქართული
  • Italiano
  • English
No Result
View All Result

Home ემიგრაცია

25-წლიანი ემიგრაცია, წარმატებული კარიერა, მძიმე დიაგნოზი და ბრძოლა სიცოცხლისთვის – BILD-ის ქართველი ჟურნალისტი ნინო ლოპესი სპეციალურად ERMES TV-ისთვის

Mzeko Zhvania . Mzeko Zhvania
მარტი 9, 2026
. ემიგრაცია
0
25-წლიანი ემიგრაცია, წარმატებული კარიერა, მძიმე დიაგნოზი და ბრძოლა სიცოცხლისთვის – BILD-ის ქართველი ჟურნალისტი ნინო ლოპესი სპეციალურად ERMES TV-ისთვის
5.2k
ნახვები

ჟურნალისტიკა, ერთ-ერთია იმ პროფესიათაგან, რომელიც საზოგადოებრივ აზრს მიმართულებას აძლევს. ერთმა არასწორად დაწერილმა, ან ნათქვამმა სიტყვამ, შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს მკითხველის, მსმენელისა, თუ მაყურებლის შეხედულებისა და გადაწყვეტილების შეცვლაზე. ამ სფეროსთვის შეუძლებელი (თითქმის) არაფერი არსებობს. ეს არის პროფესია, რომელსაც დიდი ძალა აქვს და ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ უწყებასა, თუ ორგანიზაციაზე მეტად ოპერატიულად შეუძლია ამა, თუ იმ პრობლემის აღმოჩენა და მოგვარება.

სუბიექტურობაში ვერავინ ჩამითვლის, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი რუბრიკისთვის „გზაჯვარედინი“, მართლაც, მრავალმხრივ საინტერესო რესპონდენტი შევარჩიეთ. თავიდანვე ვიცოდი, რომ მასთან ინტერვიუ მნიშვნელოვანთან ერთად, საპასუხისმგებლოც იქნებოდა. Ermes TV-ის დღევანდელი სტუმარი, ჩემი კოლეგა, გერმანიაში მოღვაწე BILD-ის ქართველი ჟურნალისტი, ნინო ლოპესი (მშვიდობაძე) გახლავთ, რომელიც მოგვიყვება, როგორ მიიღო ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება მაშინ, როცა საქართველო საბჭოთა მარწუხებიდან, ჯერ კიდევ, ბოლომდე არ იყო გათავისუფლებული და ქართველებისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გარკვეული სახის შეზღუდვები არსებობდა. გარდა ამისა, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, უკვე, მზადაა ისაუბროს მძიმე დიაგნოზზე, რომელიც გასულ წელს დაუდგინეს. როგორია ნინო ლოპესის ცხოვრება და მოღვაწეობა გერმანიაში და რა გზას გადის პროფესიულ, თუ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, ის, თავად მოგვითხრობს:

– რომ გაიხსენოთ ემიგრაციის საწყისი ეტაპი: რამ გიბიძგათ ამ გადაწყვეტილებისკენ და როგორი იყო გზა, საქართველოდან გერმანიამდე?! 

– თავდაპირველად, ემიგრაცია ჩემი ცხოვრების გეგმა ნამდვილად არ ყოფილა. გერმანიაში Au-Pair-ის პროგრამით გავემგზავრე, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც უფრო დროებით გამოცდილებად აღვიქვამდი, ვიდრე, სამუდამო ცხოვრებისეულ ცვლილებად. მინდოდა გერმანული ენა (უშუალოდ) ყოველდღიურ გარემოში მესწავლა, ცხოვრების რიტმში შემეგრძნო და ამ ცოდნით ისევ საქართველოში დავბრუნებულიყავი. ჩემი მიზანი იყო, სწავლა გამეგრძელებინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანული ენისა დალიტერატურის ფაკულტეტზე. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს გზა მხოლოდ მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი მონაკვეთი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა მომავალმა სხვაგვარად გადაწყვიტა.

– ანუ, რა გარემოებებმა, ან თუნდაც, საჭიროებებმა განაპირობა რომ საქართველოდა გეტოვებინათ?! 

– გერმანიაში ყოფნისას მივხვდი, რომ თუ სწავლას აქ გავაგრძელებდი, პიროვნული ზრდისა და პროფესიული წინსვლის ბევრად მეტი შესაძლებლობა მექნებოდა.

ეს ყველაფერი 2001 წელს ხდებოდა. ჩვენს ქვეყანას მძიმე და ბნელი 90-იანი წლები ახალი გადავლილი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ დრო გადიოდა, მასობრივი სიდუხჭირე და არასტაბილურობა, ჯერ კიდევ, მძაფრად იგრძნობოდა. იმ რეალობაში მომავლის დაგეგმვა რთული იყო და სწორედ, ამ გარემოებებმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება, დროებითად ჩაფიქრებული ნაბიჯი საბოლოოდ ცხოვრებისეულ არჩევნად ქცეულიყო. თუმცა, გულში ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ეს დროებითი იქნებოდა. საკუთარ თავს ვპირდებოდი, რომ ერთ დღეს, აუცილებლად დავბრუნდებოდი, უფრო გამოცდილი, უფრო ძლიერი და იმ ცოდნით, რომელიც ჩემს ქვეყანასაც გამოადგებოდა.

– პირველი საქმე, რაც ახალბედა ემიგრანტს დაგევალათ… რამდენად რთული იყო ცხოვრების ამ ტრანსფორმაციასთან შეგუება?! 

– საკმაოდ განებივრებული ვიყავი დედის მხრიდან. ის, არასდროს მაკისრებდა სახლის საქმეებს. მისთვის მთავარი იყო, რომ კარგად მესწავლა. 21 წლის ასაკშიც კი ყველაფერზე ზრუნავდა: ზოგჯერ, თასმებსაც კი თავად მიკრავდა. მისგან მზრუნველობასა და სიყვარულს (შეიძლება ითქვას), ზედოზირებულად ვიღებდი. და შემდეგ, ერთ დღეში, სრულიად სხვა რეალობაში აღმოვჩნდი, გერმანულ ოჯახში, სადაც პასუხისმგებლობა უკვე მე უნდა ამეღო. დილით ბავშვები უნდა გამემზადებინა სკოლისთვის, მათთვის საჭმელი მომემზადებინა, სარეცხისთვის მიმეხედა, სკოლაში წამეყვანა. ყველაფერი ის, რასაც 21 წლის განმავლობაში დედა ჩემთვის აკეთებდა, ახლა მე უნდა გამეკეთებინა სხვისი შვილებისთვის. ეს პასუხისმგებლობა, ჩემთვის, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ყოველ დილით და ყოველ ღამე ვტიროდი, დედა და სახლი საშინლად მენატრებოდა. მაშინ, არც მობილური ტელეფონი მქონდა და არცინტერნეტი. დედასთან დაკავშირებას მხოლოდ ქუჩის ტელეფონებიდან ვახერხებდი, ან ფაქსის საშუალებით. მახსოვს, როგორ მიგზავნიდა დედა ფაქსით ქართულ რეცეპტებს, თითქოს ამ გზით ცდილობდა, ჩვენი სახლის სითბო და გემო ჩემამდე მოეტანა. თუმცა, სწორედ, ამ რთულმა პერიოდმა მასწავლა დამოუკიდებლობა. ნელ-ნელა ვისწავლე პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი თავის იმედად ყოფნა და ისიც გავაცნობიერე, რომ სიძლიერე ხშირად სწორედ, მაშინ იბადება, როცა ყველაზე მეტად გვენატრება სახლი.

– რა დაბრკოლებები და ბარიერები გხვდებოდათ გზა და გზა?! როგორ უმკლავდებოდით?! 

– საწყის ეტაპზე ყველაზე რთული ჩემთვის ის აღმოჩნდა, რომ მასპინძელი ოჯახი ძიძას – ანუ მე – უფრო დამხმარედ აღმიქვამდა, ვიდრე ოჯახის წევრად. ეს განცდა გარკვეულ შინაგან დისტანციას ქმნიდა და ადაპტაციას კიდევ უფრო ართულებდა. ამასთან ერთად, საკმაოდ თვალშისაცემი იყო კულტურული განსხვავებები: აღზრდის სტილი, პირადი სივრცის განცდა, კომუნიკაციის ფორმა. გერმანელ ბავშვებს ბევრად მეტი თავისუფლება ჰქონდათ, ვიდრე იმ პერიოდში ქართველ ბავშვებს. აქ საუბარია 25 წლის წინანდელ რეალობაზე. ალბათ, დღევანდელ საქართველოშიც იგრძნობა ცვლილებები ამ მიმართულებით. იმ დროს კი. ხშირად ვფიქრობდი, რომ საკმაოდ თავხედ ბავშვებთან მიწევდა ურთიერთობა. მათი თავისუფალი, ზოგჯერ უკონტროლო ქცევა, ჩემთვის უცხო და რთულად მისაღები იყო, რაც ჩემს მდგომარეობას არანაირად ამსუბუქებდა. თუმცა, დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არ იყო „თავხედობა“ იმ გაგებით, როგორც მე აღვიქვამდი, ეს იყო განსხვავებული კულტურული ნორმა. სწორედ, ამ გაცნობიერებამ მასწავლა შემწყნარებლობა, მოქნილობა და სხვა კულტურის უკეთ გაგება. წინააღმდეგობებსაც ასე ვუმკლავდებოდი, დაკვირვებით, მოთმინებით და საკუთარ თავზე მუშაობით.

– განსაკუთრებული შემთხვევა/მოვლენა, რამაც თქვენი შეხედულებები განსაზღვრა და პროფესიულ კურსზეც იქონია გავლენა…

– Au-Pair-ის პროგრამის დასრულების შემდეგ, მივხვდი, რომ ჩემი გზა უკვე მხოლოდ დროებითი გამოცდილებით აღარ შემოიფარგლებოდა. სწორედ, მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, კიოლნის უნივერსიტეტის სტუდენტი გავმხდარიყავი, იმ რწმენით, რომ გერმანიაში მიღებულ ცოდნას ერთ დღეს აუცილებლად ჩემი ქვეყნის სამსახურში გამოვიყენებდი. შვიდი წლის განმავლობაში ვსწავლობდი და საბოლოოდ კიოლნის უნივერსიტეტი მასმედიის მეცნიერების მიმართულებით მაგისტრის ხარისხით დავამთავრე. ეს წლები ჩემთვის მხოლოდ აკადემიური განათლება არ ყოფილა. ეს იყო პროფესიული თვითგამორკვევის, ხედვის გაფართოებისა და საკუთარი ადგილის პოვნის პროცესი. სწავლის დასრულების შემდეგ, ძალიან მალე, მედიასფეროში დავიწყე მუშაობა. ჩემი პირველი სამსახური გადაღებების პროცესთან იყო დაკავშირებული, ტელერეჟისორის ასისტენტი გავხდი. სწორედ, აქედან დაიწყო ჩემი გზა ტელესივრცეში, სფეროში, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი პროფესიული იდენტობა.

– BILD – როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა და რას ნიშნავდა თქვენთვის გერმანიის ერთ-ერთ მსხვილ მედიაორგანიზაციის ნაწილად ყოფნა?! (ასევე, გაგვიზიარეთ ამ მიმართულებით, თქვენი გამოცდილება)

– 2011 წლიდან 2019 წლამდე სხვადასხვა ტელეკომპანიასთან ვთანამშრომლობდი ქასთინგ-რედაქტორის პოზიციაზე. ამ პერიოდში უამრავ საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა და მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება შევიძინე: ადამიანებთან მუშაობა, ისტორიების ამოცნობა, პერსონაჟების შერჩევა და სიუჟეტის დრამატურგიის შეგრძნება ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

2019 წლის ბოლოს საცხოვრებლად მიუნხენიდან ბერლინში გადავედით, რადგან ჩემი მეუღლე BILD-ის რეგიონალური რედაქციიდან ცენტრალურ რედაქციაში გადაიყვანეს. 2020 წლის დასაწყისში BILD-მა ტელეარხის შექმნა გადაწყვიტა და გამოცდილი კადრების მოძიება დაიწყო. სწორედ, ამ დროს ჩემმა მეუღლემ ჩემი CV გადასცა მაშინდელ ხელმძღვანელს. ჩემი პროფესიული გამოცდილება მათთვის საინტერესო აღმოჩნდა და მალევე გავხდი BILD-ის დოკუმენტური მიმართულების ვიდეოჟურნალისტი.

გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მედიაორგანიზაციის ნაწილად ყოფნა, ჩემთვის, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობა იყო. ეს ნიშნავდა მაღალპროფესიულ სტანდარტებს, სწრაფ ტემპს და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებულ ანგარიშვალდებულებას.

რეპორტაჟები და სიუჟეტების შექმნა ყოველთვის მიზიდავდა, ამიტომ ქასთინგ-რედაქტორობიდან ვიდეოჟურნალისტიკაზე გადასვლა ჩემთვის ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯი აღმოჩნდა. ეს იყო ახალი გამოწვევა, რომელსაც უდიდესი ენთუზიაზმითა და შემართებით შევხვდი და სწორედ, ამ ეტაპიდან დაიწყო ჩემი საქმიანობის ახალი, უფრო ინტენსიური და საჯარო ფაზა.

– ოჯახი და პროფესია – თქვენთვის რამდენად შესაძლებელია ამ ორ გზაზე თანაბრად სიარული და რამდენად ახერხებთ საქმესთან პირადი ცხოვრების შეთავსებას?! 

– ვფიქრობ, ოჯახსა და პროფესიას შორის ბალანსი პირველ რიგში ურთიერთგაგებაზე დგას. ჩემს შემთხვევაში, ეს შედარებით ბუნებრივად მოდის, რადგან ჩემი მეუღლე და მე ერთსა და იმავე გამომცემლობაში ვმუშაობთ. მას ზუსტად ესმის ჩემი საქმის სპეციფიკა, ისევე, როგორც მე – მისი. ჟურნალისტიკა ჩვენი პროფესია კი არა, მოწოდებაა. ამიტომ საათებს არ ვითვლით და ერთმანეთს არ ვუსვამთ კითხვებს, ვინ რატომ იმუშავა მეტხანს, ან რატომ დააგვიანდა სახლში დაბრუნება. ვიცით, რას ნიშნავს ეს საქმე და რა პასუხისმგებლობა ახლავს მას. საოჯახო პასუხისმგებლობებიც თანაბრად გვაქვს გადანაწილებული, რაც კიდევ უფრო, ამარტივებს ყოველდღიურობას. შვილები არ გვყავს და ამ ეტაპზე პირადი ცხოვრების და პროფესიის შეთავსება ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს. საბოლოოდ კი, ოჯახი ჩვენთვის პარტნიორობაა, ადგილი, სადაც ერთმანეთს ვაძლიერებთ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ და ერთად ვიზრდებით, როგორც ადამიანები და როგორც პროფესიონალები.

– მძიმე დიაგნოზი – რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ უსიამოვნო სიახლის შემდეგ?! 

– 2025 წლის ოქტომბერში მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამიდგინეს. ამას მოჰყვა ოპერაცია – მკერდის მოკვეთა – და შემდგომი ანტიჰორმონული თერაპია. დიაგნოზი ბერლინელმა ექიმმა ტელეფონით შემატყობინა, მაშინ, როცა ბავარიაში გადაღებაზე ვიმყოფებოდი.

სიტყვები „ავთვისებიანი სიმსივნე“ რომ გავიგონე, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. იმ წამს სიკვდილის შიშმა შემიპყრო – შიშმა, რომელსაც მანამდე, მხოლოდ თეორიულად ვიცნობდი. და მაინც, გადაღებები არ შემიჩერებია – მთელი ერთი კვირა მუშაობას ვაგრძელებდი. ალბათ, იმიტომ, რომ საქმე მაშინ ერთადერთი საყრდენი იყო, რომელიც შინაგანად მაძლიერებდა. ბერლინში დაბრუნების შემდეგ, ოპერაცია მალევე გამიკეთეს და საბედნიეროდ, წარმატებით დასრულდა. გამიმართლა – სიმსივნეს საწყის ფაზაში მივუსწარით! ეს კი დიდწილად ქართველი ექიმების დამსახურებაა: თბილისში, რუტინული სკრინინგის დროს, სწორედ, მათ მიმითითეს, რომ აუცილებელი იყო დამატებითი კვლევები და დროული რეაგირება. მათი პროფესიონალიზმისა და სიფხიზლის წყალობით, დღეს, აქ ვარ და მათ მიმართ უსაზღვრო მადლიერებას ვგრძნობ. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რომ ჯანმრთელობა გადადებას არ ითმენს და პრევენცია სიცოცხლის შანსია. სიცოცხლე საჩუქარია და მას უნდა გავუფრთხილდეთ.

– ახალი ცხოვრება, ახალი იმედი და სამომავლო გეგმები – როგორია თქვენი უახლოესი პერიოდის მონახაზი?! 

– ყოველთვის აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, მუდმივ მოძრაობასა და საქმეში. ამიტომ, დიაგნოზისა და ოპერაციის შემდეგ, ყველაზე რთული, ჩემთვის, იმ აზრთანშეგუება აღმოჩნდა, რომ რეაბილიტაციას დრო სჭირდებოდა და ეს დრო მოკლე არიქნებოდა. სწორედ, ეს მოლოდინი გახდა ჩემთვის მენტალური წნეხი. მალევეგამიჩნდა სურვილი რედაქციაში დაბრუნების. მინდოდა, ისევ ჩემს ტემპში ცხოვრება, ისევ საქმეში ყოფნა. ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ, სამუშაო პროცესს დავუბრუნდი. არ დაგიმალავთ, პირველი დღეები მარტივი არ ყოფილა. ფიზიკურად, შესაძლოა, უკვე მზად ვიყავი, მაგრამ მენტალურად საკუთარ თავთან ახალი ბალანსის პოვნა მიწევდა. თუმცა, ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი ჩემი ხელმძღვანელებისა და კოლეგების მხრიდან. მათი ემპათია, მოთმინება და პროფესიული სოლიდარობა დამეხმარა, რომ რეინტეგრაცია შედარებით მშვიდად და თავდაჯერებულად მომეხერხებინა. ამისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვარ. ამ პროცესმა, კიდევ ერთხელ დამანახა, რომ ძლიერად ყოფნა მარტო ბრძოლას არ ნიშნავს, ზოგჯერ ეს ნიშნავს დახმარების მიღებასაც.

– თქვენი გამოცდილების მიხედვით, პირველ რიგში რას ეტყოდით მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანებს და ასევე, ახალბედა ემიგრანტებს?! 

– როდესაც 2001 წელს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში ჩამოვედი, იქ, ერთი ნაცნობიც კი არ მყავდა. არ მქონდა მობილური ტელეფონი, ინტერნეტი, მხოლოდ მიზანი და დიდისურვილი მქონდა. მიუხედავად ამისა, მოვახერხე უცხო გარემოში ადაპტაცია, ახალი ადამიანების გაცნობა და ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა. დღეს, გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს: ონლაინ ჯგუფები, სოციალური ქსელები, სხვადასხვა სააგენტოები, რომლებიც საქმეს, სასწავლო პროგრამებსა და ახალ კონტაქტებს გთავაზობენ. სხვა ქვეყანაში ნულიდან დაწყება რთულია, მაგრამ აღარ არის ისეთი მარტოობის პროცესი, როგორიც ოდესღაც იყო. ჩემს ლექსიკონში სიტყვები „ვერ შევძლებ“ და „არ გამოვა“ არასდროს არსებობდა. სწორედ, ეს შინაგანი განწყობა დამეხმარა. დარწმუნებული ვარ, როცა ადამიანს გულით რაღაც სწადია და მზად არის შრომისთვის, გზა აუცილებლად გამოჩნდება.

მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანებსაც ამასვე ვეტყოდი: არ დანებდეთ. შიში ბუნებრივია, სისუსტის განცდაც, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ. ბრძოლა ყოველთვის ღირს! და რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ემიგრაცია, თუ ავადმყოფობასთან დაპირისპირება – ორივე შემთხვევაში მთავარი ერთია: საკუთარი თავის რწმენა!

– საქართველოში დაბრუნება ყველა ემიგრანტის ქვეცნობიერში არსებული ფიქრია… თქვენ, რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?!

– გულით მსურს, რომ ჩემს ქვეყანას ისეთივე სტაბილურობა და კეთილდღეობა ჰქონდეს, როგორიც გერმანიაშია.

მყავს გერმანელი მეუღლე, მასზე უკეთეს ცხოვრების თანამგზავრს ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ჩემი პროფესიული საქმიანობაც აქ მაქვს. ამ ეტაპზე საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნებას არ ვგეგმავ, თუმცა, სამშობლოსთან კავშირი, ჩემთვის, მუდმივი და ცოცხალია, საქართველოს (თითქმის) ყოველ წელს ვსტუმრობ. საბოლოოდ, მგონია, რომ ადამიანს შეიძლება ორი სახლი ჰქონდეს: ერთი, სადაც ცხოვრობს, და მეორე, რომელსაც გულით ატარებს!

-რედაქციის გადაწყვეტილებით, თითოეული რესპონდენტი, შეკითხვას უტოვებს შემდეგ სტუმარს. წინა ინტერვიუს რესპონდენტმა, მსახიობმა, რატი თაბაგარმა შემდეგი შეკითხვა დაგიტოვათ: იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ცხოვრობთ საზღვარგარეთ, იცნობთ იმ ქვეყანასა და ხალხს, სადაც იმყოფებით, იმ ქვეყანაში იცხოვრებდით, სადაც ამჟამად იმყოფებით, თუ – არა?! 

– გერმანიაში უკვე 25 წელია ვცხოვრობ. აქ ვისწავლე, აქ ჩამოვყალიბდი პროფესიულად და პიროვნულად. ამ ქვეყანამ, მომცა შესაძლებლობები, გამოცდილება და გზა, რომელმაც ამჟამინდელ პიროვნებად მაქცია. ამიტომ, გერმანია ჩემი სახლია. საქართველო კი ჩემი სამშობლოა და სამშობლოს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ეს არის ფესვები, ენა, ბავშვობა, ოჯახი, ემოცია…  

– თქვენ, რას ჰკითხავთ შემდეგ სტუმარს?!

– რა გაძლევთ ძალას მაშინ, როცა ცხოვრება მოულოდნელი გამოცდის წინაშე გაყენებთ?!

წინა პოსტი

იტალიაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ის ლონდონში გაფრენას, ყალბი პასპორტით ცდილობდა

შემდეგი პოსტი

იტალიელთა დავიწყებული მისია საქართველოში 1920 წელს და დელეგაცია, რომელსაც მთელი თბილისი, ყვავილებით აცილებდა

Mzeko Zhvania

Mzeko Zhvania

დაკავშირებულიპოსტები

რა ღირს ბინადრობის ნებართვის განახლება იტალიაში?
ემიგრაცია

ოქტომბერი 5, 2026
მილანში ქართული თეატრი „დებიუტი“ პრემიერისთვის ემზადება
ემიგრაცია

მილანში ქართული თეატრი „დებიუტი“ პრემიერისთვის ემზადება

სექტემბერი 19, 2026
“აზილო” – იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების ვადა 90 დღემდე გაიზარდა
ემიგრაცია

“აზილო” – იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების ვადა 90 დღემდე გაიზარდა

სექტემბერი 7, 2026
MALATTIA – როცა „ბადანტე“ ავად ხდება, ვინ უხდის ბიულეტენის თანხას და რამდენი დღის განმავლობაში?
ემიგრაცია

MALATTIA – როცა „ბადანტე“ ავად ხდება, ვინ უხდის ბიულეტენის თანხას და რამდენი დღის განმავლობაში?

აგვისტო 27, 2026
იტალიაში დაკარგული ქართველი მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს
ემიგრაცია

იტალიაში დაკარგული ქართველი მამაკაცი, გარდაცვლილი იპოვეს

აგვისტო 21, 2026
ტოსკანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! – საკონსულო მომსახურება
ემიგრაცია

ტოსკანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! – საკონსულო მომსახურება

აგვისტო 17, 2026
შემდეგი პოსტი
იტალიელთა დავიწყებული მისია საქართველოში 1920 წელს და დელეგაცია, რომელსაც მთელი თბილისი, ყვავილებით აცილებდა

იტალიელთა დავიწყებული მისია საქართველოში 1920 წელს და დელეგაცია, რომელსაც მთელი თბილისი, ყვავილებით აცილებდა

  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
ქართველი ინჟინერ-გეოდეზისტი იტალიაში, რომელიც მზადაა, ქართველ ემიგრანტებს სპეციალობა უანგაროდ შეასწავლოს და პროფესიით დასაქმებაში დაეხმაროს

სექტემბერი 3, 2025
“ბადანტის”, ძიძის, მოახლის ანაზღაურება იტალიაში, კატეგორიების მიხედვით

აგვისტო 14, 2024
“გაცნობებთ, უფასო სერვისების შესახებ იტალიაში, ორსული ქალებისთვის, დედებისა და მათი მცირეწლოვანი შვილებისთვის”

იანვარი 11, 2024
იტალიაში, ახალგაზრდა ქართველი ქალი, გარდაცვლილი იპოვეს

თებერვალი 17, 2024
უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა – პასუხი ყველა კითხვაზე

როგორ და სად დავუკავშირდეთ საქართველოს საკონსულოს იტალიაში?!

alfabeto-georgiano-259x194

l’alfabeto georgiano – ქართული ანბანი – Uno dei alfabeti più antichi ancora usati nel mondo

0
მუსიკალური ნოტების სისტემის შექმნის ისტორია

მუსიკალური ნოტების სისტემის შექმნის ისტორია

0
რა ღირს ბინადრობის ნებართვის განახლება იტალიაში?

რა ღირს ბინადრობის ნებართვის განახლება იტალიაში?

ოქტომბერი 5, 2026
ნუკა გაგუა ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემაში – LA PIAZZA

ნუკა გაგუა ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემაში – LA PIAZZA

სექტემბერი 29, 2026
იტალია – „საქართველოს სამკაულის კვირეული“ Rome Jewelry Week-ზე წარდგება – საქართველოში ახალი ქართულ-იტალიური პროექტი შეიქმნა

იტალია – „საქართველოს სამკაულის კვირეული“ Rome Jewelry Week-ზე წარდგება – საქართველოში ახალი ქართულ-იტალიური პროექტი შეიქმნა

ოქტომბერი 4, 2026
მილანში ქართული თეატრი „დებიუტი“ პრემიერისთვის ემზადება

მილანში ქართული თეატრი „დებიუტი“ პრემიერისთვის ემზადება

სექტემბერი 19, 2026

უახლესი

სექტემბერი 15, 2026
“აზილო” – იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების ვადა 90 დღემდე გაიზარდა

“აზილო” – იტალიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის მუშაობის დაწყების ვადა 90 დღემდე გაიზარდა

სექტემბერი 7, 2026
  • ქართული
  • Italiano
  • English

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    
რებრენდინგი WEBMODE.ORG
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
  • წესები და პირობები

© 2024-2025 ERMES.TV

No Result
View All Result
  • მთავარი
  • საქართველო
  • იტალია
  • ემიგრაცია
  • TV პროგრამა
  • მეტი
    • პოლიტიკა
    • მსოფლიო
    • სოციალური მედია
    • სპორტი
    • მოზაიკა
    • ბლოგი
  • რეკლამა
  • ქართული
  • Italiano
  • English

© 2024-2025 ERMES.TV

ERMES TV