ფლორენციის წმინდა ნინოს ქართულ ტაძართან არსებული სამრევლო საკვირაო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას, ახალი 2024-25 სასწავლო წლისათვის! სწავლა იწყება 15 სექტემბერს, 10:30-ზე, წმინდა ნინოს სამრევლო ტაძრის დარბაზში, მისამართზე: Via dei Serragli 102, Firenze.
საკვირაო სკოლაში ისწავლება შემდეგი საგნები:
– ქართული ენა და ლიტერატურა, პედაგოგი ლარისა გოგუა
– საქართველოს ისტორია, პედაგოგი ლარისა გოგუა
– რელიგია, პედაგოგი, მორჩილი ეკატერინე
– ქართული ცეკვა, ქორეოგრაფი რიტა სიმსივე, ქორეოგრაფის ასისტენტი ნიკოლოზ ჩხაიძე
– მუსიკა, პედაგოგი, მუსიკოსი ლალი მიშველია
– სახვითი ხელოვნება (ფერწერა, გრაფიკა, სახვითი ხელოვნების ისტორია) პედაგოგი, მხატვარი რეზო ჭეიშვილი
– გამოყენებითი ხელოვნება (გობელენი, ქარგვა) პედაგოგი, მხატვარი ლალი ბერიძე
სკოლა, საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, 2022 წელს დაარსდა და უკვე რამდენიმე ათეულ ბავშვს ითვლის.
მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე:
+393202411498