იტალიის ქალაქ უდინეში ფუნქციონირებს სკოლა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს და დასაქმდეს ოჯახის დამხმარედ (COLF), ან პერსონის მომვლელად (BADANTE). “GALLAS GRUOP”, რომელიც ამ პროგრამის ინიციატორია, აღნიშნული კურსების პარალელურად უცხოელებისთვის აორგანიზებს იტალიური ენის შემსწავლელ კურსებსაც.
ბოლო წლებში, ამ კუთხით მოსამზადებელ კურსებს, დიდი ყურადღება ეთმობა, რადგან პრაქტიკულ მომზადებასთან ერთად, იზრდება თეორიულ დონეზე საკითხის შესწავლის აუცილებლობა. GALLAS GROUP სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებული სააგენტოა, რომელიც 2013 წელს დაარსდა და უკვე ერთი წელია ამ ტიპის აქტივობებს ახორციელებს.
კურსები ტარდება არა ონლაინ, არამედ დასწრებით და შერჩეული არიან პროფილური მასწავლებლები და სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამა. კურსის დასრულების შემდეგმ, გაიცემა სერთიფიკატი, რომელიც პირს დასაქმებაში შეუწყობს ხელს.
მომვლელის შემსწავლელი კურსი გრძელდება 24 საათი, ხოლო ოჯახის დამხმარის და ენის შემსწავლელი კურსი კი – 40 საათი. დიასახლისის საქმიანობის შემსწავლელი კურსები ძირითადად შეიცავს დაუთოვებას, სახლის ჰიგიენას, კულინარიას და კვების რეჟიმს. ენის კურსები პირს ეხმარება საკომუნიკაციო დონეზე ენის შესწავლაში. მომვლელის საქმიანობის შემსწავლელი კურსის პროგრამა ეფუძნება პერსონის პირად მოვლას, ჰიგიენას, ხანდაზმულთა ტიპიურ პათოლოგიებს. ყურადღება ექცევა ასევე ფსიქოლოგიური საკითხებს, რომელიც უკეთესად დაგანახებთ მოხუცის მოთხოვნებს და საჭიროებებს.
ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში, სერტიფიკატი მიიღო 150 ადამიანმა. მათი უმრავლესობა ქალია და ისინი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ ამერიკის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან არიან. აღნიშნული პროგრამის მიზანია პირი, რომელიც ოჯახში, პერსონასთან იწყებს მუშაობას, მომზადებული შეხვდეს იმ გარემოს და სირთულეებს, რაც შესაძლოა სამუშაო ადგილზე დახვდეს. კურსების მისამართია: Udine via Cividale 322.