ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან არსებულ საკვირაო სკოლაში, 31 მარტს, სკოლის აღსაზრდელებთან და ქართულ სათვისტომოსთან, მწერალ გიორგი კეკელიძის შეხვედრა და საჯარო ლექცია გაიმართა,
რომელიც შეეხებოდა ლიტერატურას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ფერისცვალების ძალას და წიგნს, როგორც საყრდენს.
გიორგი კეკელიძის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების და “ბიბლუსის” მხარდაჭერით, ფლორენციის ქართული სამრევლოს საკვირაო სკოლაში, მალე ერთ-ერთი უდიდესი ქართული სამკითხველო გაიხსნება.
შეხვედრა, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების, “ბიბლუსის” და ფლორენციის სამრევლოს წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზებას უზრუნველყოფდნენ იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი და ERMES TV-ის დამფუძნებელი ნინა მამუკაძე და ფლორენციაში მოღვაწე მხატვარი და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი, რეზო ივერიელი. ღონისძიების დასასრულს, რეზო ივერიელმა გიორგი კეკელიძეს საკუთარი ნამუშევარი, ფერწერული ტილო “ფლორენცია” გადასცა საჩუქრად.
ქართულ-იტალიური მედიამაუწყებელი ERMES TV ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია.