საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიამ, საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ და ეროვნული ნაკრების ტრიუმფის ფონზე, რომლის საშუალებითაც საქართველომ, პირველად ისტორიაში ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა, საკუთარ გულშემატკივარს კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია აცნობა – ფეხბურთელი და მისი ულამაზესი მეუღლე ნიცა თავაძე, ვაჟს ელოდებიან. ამის შესახებ თავად კვარაცხელიამ ჟურნალისტ საბა საპანაძის პირდაპირ ეთერში განაცხადა.