როგორ ვლინდება ორი სახელის, ორი გვარის ტარება, ასევე ორი დაბადების თარიღი ადამიანზე?! ამის შესახებ ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს:
“ეს კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს და ჩემთან გასაუბრების დროსაც უთქვამთ. მე კი გეტყვით, რომ ყველაფერ ორს შესაბამისად ორი დიდი ენერგეტიკული მუხტიც აქვს, ამიტომ მასთან გამკლავება ასე ადვილიც, ხან და ხან, არ არის.
როცა ადამიანი იცვლის გვარს ან იმატებს სხვა გვარს თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ იმ გვარში რა ხდებოდა, რა სასიკეთო ან სავალალო ინფორმაციული კოდი იდო. არის შემთხვევები მერე სხვადასხვა მიმართულებით პრობლემები ეწყებათ ადამიანებს. ბევრიც, პირიქით, ფეხზე დგება, გააჩნია რა ენერგეტიკულ მუხტში შედიხართ.
არის მომენტები, როდესაც ადამიანები დაბადებულნი არიან ბიოლოგიურად სხვა დღეს და გატარებულნი არიან სხვა თარიღით. ეს, კიდევ ერთი რთული განხრაა. ეცადეთ, როცა ხართ დაბადებული იმ თარიღებით იხელმძღვანელოთ. ამხელა დუალიზმი ადამიანში გარკვეულწილად დიდ ქაოსსაც წარმოქმნის.
ჯერ ერთი, ერში მყოფი ადამიანებიდან, თუ ვინმე მაღალ სულიერ ტალღებზე არაა გასული, მით უმეტეს თქვენთვის, ორი რიცხვი ორ პლიუსთან ერთად, ორ მინუსსაც უდრის. სადაცაა დადებითი, იქაა უარყოფითიც. შემდეგ, უნდა იცოდეთ, რომ პლანეტარული ენერგიებიდან და ნათალური რუკიდან ამოხტომა ასეთი მარტივი არ არის და ამას მხოლოდ ძალიან მაღალვიბრაციული ადამიანები ახერხებენ, შესაბამისად ისევ ერში მყოფი ადამიანებიდან უნდა გაითვალისწინოთ ეს ფაქტი, რომ ვერანაირი ორი მზე და ორი მთვარე ვერ შეცვლის თქვენს ცხოვრებას, თუ ეს თავად არ მოისურვეთ იმ დაბადების თარიღით, რაც გიბოძათ უფალმა. სხვა დანარჩენი ეს არის რიტუალების საკითხი, რითაც ზოგს ჰგონია ახლიდან დაიბადება, თუმცა ახალი დაბადება პრეზიდენტის ინაუგურაცია ან დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი არ არის წინ და უკან ცვალო. ეს ყველაფერი ადამიანის სულს და მასში ჩადებულ პროგრამას ეხება, რაც პიროვნების დასამუშავებელია.
ამიტომაც, ეცადეთ იმუშაოთ პიროვნულ ზრდაზე, იხელმძღვანელოთ ზუსტი ბიოლოგიური თარიღებით.
და კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე დიდი საკითხი: სახელი, ვის სახელსაც ატარებთ, იქნება ეს წმინდანის თუ ბებია-ბაბუის საპატივცემულოდ: ეცადეთ, რომ სადაც უჭირდა იმ ადამიანს, ვისი სახელიც გქვიათ ზუსტად იმ ამბებში დათესოდ ბევრი სიკეთე, გამოასწოროთ ჩავარდნილი საქმეები, მიმართოთ ჯანმრთელობის კუთხითაც კი იმ ორგანოებს, რაც ჰქონდა მინუსში და სხვა … ბუნებრივია, გამოიყენოთ დადებითიც, რაც მას ჰქონდა. მეტად გაკერხერდით, ფსიქოლოგიური სეანსებით მუშაობა აქ მშვენიერია, ასევე შესანიშნავია სულიერი გამოლოცვის პრაქტიკაც, რაც დაგეხმარებათ ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში.”